ჯაგარს შეწირული ვაჭრის უმძიმესი ამბავი - ისტორია გასული საუკუნიდან, რომელსაც პირველად წაიკითხავთ
ჯაგარს შეწირული ვაჭრის უმძიმესი ამბავი - ისტორია გასული საუკუნიდან, რომელსაც პირველად წაიკითხავთ
"პალიტრა მედია ჰოლდინგი" ისტორიების წერას იწყებს, რომელსაც აქამდე დღის სინათლე არ უნახავთ. ჩვენ ამ დრომდე გასაიდუმლოებულ დოკუმენტალურ მასალებს გაგიმხელთ. საზოგადოება "კვირის პალიტრის" ფურცლებიდან გასული საუკუნის 30-იანი წლების უმძიმეს ისტორიებს ამოიკითხავს. გაგაცნობთ გმირებს და ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ "ხალხის მტრად" მიიჩნია...
მის სატელევიზიო ვერსიას, "პალიტრანიუსზე" მაყურებელი ყოველ შაბათს, გადაცემათა ციკლში "ტყვიის საფასური" ნახავს. მკითხველი კი, გაზეთის ფურცელს დაელოდება...

1921 წლის მარტში საქართველოს საგანგებო კომისიის ("ჩეკა") პრეზიდიუმის ბრძანებულებით შეიქმნა სააღრიცხვო-საარქივო განყოფილება, რომელსაც დაევალა საგანგებო კომისიის მიერ გამოვლენილი ქვეყნის უამრავი "მტრისა" და "საშიში  ელემენტის" შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალების თავმოყრა და შენახვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყოფილი უშიშროების არქივი საერთო ჯამში 230 000 საქმის ერთეულს აერთიანებს... თითქმის ერთ საუკუნოვან გასაიდულოვებულ საქმეებს გრიფი მოეხსნა.

არქივის პირველი საქმე
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული პირველი ცნობები1921 წლის 30 მარტით თარიღდება და ძმებ მირიანაშვილების საქმედაა წოდებული. ორ ტომად აკინძული დოკუმენტური მასალა,ასობით გაყვითლებულ, რუსულ ენოვან ბეჭდურ და ხელნაწერ ფურცელს მოიცავს. საქმე N1 ძმებ მირიანაშვილებთან ერთად მთლიანობაში 19 ვაჭრის სასჯელს აერთიანებს. მათ ბრალი საკვები პროდუქტის გადამალვაში დასდეს. განსასჯელებიდან ოთხს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯა. განაჩენი სისრულეში მეორე დღესვე იქნა მოყვანილი.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები