კრიშტიანუ რონალდო მამა მეოთხედ გახდა, ამჯერად - სუროგატი დედის დახმარების გარეშე
კრიშტიანუ რონალდო მამა მეოთხედ გახდა, ამჯერად - სუროგატი დედის დახმარების გარეშე
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდო მამა მეოთხედ გახდა - მისმა მეგობარმა გოგონამ, მოდელმა ჯორჯინა როდრიგესმა იმშობიარა და გოგონა გააჩინა.

"ალანა მარტინა დაიბადა! ჯორჯინაც და ალანაც თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ, ძალიან ბედნიერები ვართ," -დაწერა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელებში და კლინიკაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ჯორჯინა თავს იმდენად კარგად გრძნობს, რომ ტაბლოიდების მტკიცებით, მშობიარობიდან რამდენიმე საათის შემდეგ რონალდომ ის მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში წაიყვანა, ბავშვის დაბადების აღსანიშნავად.

ფეხბურთელს უკვე ჰყავს სამი შვილი, რომელიც სუროგატმა დედებმა გააჩინეს - 7 წლის კრიშტიანუ რონალდო უმცროსი და მისი 5 თვის  ტყუპი და-ძმა, ევა და მატეო.

ჯორჯინა როდრიგესისთვის კი ალანა მარტინა პირველი შვილია.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები