"გამარჯობათ მე მქვია ქმარი და ამით... მისი დილის სურნელი , აი როგორ გითხრათ გულში ჩაკრული რომ გყავს და ისეთი სურნელი ასდის..."
"გამარჯობათ მე მქვია ქმარი  და ამით...  მისი დილის სურნელი , აი როგორ გითხრათ გულში ჩაკრული რომ გყავს და ისეთი სურნელი ასდის..."
სამსახურიდან გამოვედი და დავაპირე თუ არა სახლში წასვლა , არც წვიმდა არც თოვდა და არც ქარბუქი არ იყო, თითქოს სახლში წასვლაში ხელს არაფერი მიშლიდა, და რომც შეეშალა მაინც ვერაფერი დამაკლდებოდა , რადგან როგორც გამოიცნობდით , სახლში ჩემი ცოლი ნინიკო მელოდებოდა.
გამარჯობათ მე მქვია ქმარი და და ამით ვამაყობ, პოეტურად ჟღერს, სიმართლე გითხრათ ბევრჯერ დამიწერია და ბევრჯერაც მიცდია დამეწერა, ხან სიყვარულზე ხანაც სიყვარულზე ოღონდ გულ გატეხილზე, რა დაულევს ემიგრანტს დასაწერს, დამიწერია დედაზეც , ქვეყანაზეც , ტიპიურ ნაშებზეც დღევანდელი გადმოსახედიდან , ვტიპობდი .. მაგრამ დაწერო ცოლზე რომელიც გიყვარს ეს სასიამოვნოა, კარგად მწყურვალემ წყალი რო დალიო ზუსტად ამას გავს, ზუსტად არც კი ვიცი რა არის სიყვარული,
ხო სად ვიყავი , ეხლა ვბრუნდები სამსახურიდან , ისევ სამის მიწურულია და ისევ მიყვარს, ოღონდ უფრო ძლიერად რადგან დღეს დილასაც ვნახე მისი თვალები, თვალები კი რაღა დავმალო ჩემი სუსტი წერტილია ალმადოვარის არ იყოს , მაგრამ მე უკვე დიდი ხნის წინ დავხატე ჩემი ნინიკო, რეალურად მის თვალებს კი ერთი თვე და 8 დღეა რაც ვუყურებ, ყოველთვის ვიცოდი რა მინდოდა , და ლამაზ თვალებიან ნინიკოსაც მუდამ ვხატავდი, მე მასზე ვწერდი შეყვარებული სანამ ის უბრალოდ ჩემს გარეშე ცხოვრობდა, ბევრჯერ დამიწერია ლექსი ადამიანზე რომელიც უბრალოდ ჩემს წარმოდგენებში არსებობდა , ეხლა ავტობუსში ვზივარ და ვფიქრობ განვლილ ორ დღეზე , არ მეგონა რომ ამაში რამე იყო განსაკუთრებული, ვგულისხმობ სიყვარულს , მე ხომ ეს მის კიდევ ერთხელ მოსანუსხად დავწერე , რა მნიშვნელობა აქვს რა კაცი ხარ თუ ქალ-კაცი, როდესაც გიყვარს,იქ შენ მას აღმერთებ , აღმერთებ კი არა მას ფეხის გულებს უკოცნი, ნინიკოსიც ეს მიყვარს , მისი დილის სურნელი , აი როგორ გითხრათ გულში ჩაკრული რომ
გყავს და ისეთი სურნელი ასდის დილით სამსახურში წამსვლელსაც კი ჩაგაძინებს, კიდევ დაღლილი ვარ მაგრამ მელოდება, ვთხოვე დაეძინა მაგრამ ვფიქრობ ის ჩემზე ჯიუტია და არ დაიძინებს , ან ნახევრად ჩათვლემს რომ კარს რო გამიღებს დავუკოცნო მისი ნახევრად მძინარე თვალები, მე მასში ეს მიყვარს , უბრალოება , არადა ყოველთვის ვცდილობ იცოდეს რომ კლეოპატრასაც შეშურდებიდა მისი,
ჩამოვედი ავტობუსიდან ამჯერად კი წვიმისგან დაღლილ სკამზე ვზივარ მდინარის პირას და აზრები გადი გამოდიან , სიმართლე გითხრათ იმდენად მეოცნებება მე ჩემი ცოლი რომ ვერ ვუბედავ ვუთხრა თუ რამდენად მაღალ საფეხურზე მიყენია მისი მზერა, ტუჩები , სურნელი,სითბო, დამიჯერეთ მას მე არასოდეს დავაბერებ, სიყვარულში არ ბერდებიან , ოცნებას გავს ეს ყველაფერი, არ მესმის იმ კაცების ვინც ცოლი სახლში უზით როგორც ნივთი , და გარეთ სხვის ყელს ეამბორებიან, მათ რომ აჩუქონ ცოლებს ის ყოველი კოცნა , გასვლა , პაემანი, კინო , წითელი ვარდები ისინიც იმდენად იბედნიერებენ , რომ რომ სიტყვები აღარ მყოფნის, გაანებივრო ცოლი ნიშნავს იბედნიერო თავად, ტყუილით თავს იტანჯავ მეგობარო, რა ჯობია გაღიმებულ ცოლს!
-ძალიან შორს წავედი, ღიმილი საფეთქლებიდან მეწყება და აქაურ ისედაც ბედნიერ განმვლელებს ალბათ გიჟი ვგონივარ ან მოწეული , მაგრამ არა გიჟი კი არ ვარ სიგიჟეში ვარ რომელსაც ჩემი ცოლი ნინიკო ქვია , ავდგები ეხლა მე ამ სკამიდან და ყოველ ამ სიტყვას თვალებში ციცინით დავუმარცვლი მე ნინიკოს რომ როგორც გუშინ მან იგრძნოს ის რასაც ქალური ბედნიერება ქვია
წერტილი
მე ქმრის ამპულაში
პარიზი, 11/11/2017 03:05


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები