12 ნიშანი იმისა, რომ კაცს თავისი ცოლი ძალინა უყვარს
12  ნიშანი  იმისა,  რომ კაცს  თავისი  ცოლი  ძალინა  უყვარს
კარგი ქმარი ნამდვილი ბედნიერებაა ქალისთვის. სამწუხაროდ, ყველა ასეთი არაა, მაგრამ როგორ უნდა გაიგოს ქალმა, რომ მისი ქმარი იდეალურია?
რეგულარულად ცდილობს თქვენი გულის მოგებას
თქვენი მეუღლე ჯენტლმენივით იქცევა? ყვავილებს გჩუქნით (უმიზეზოდაც), პაემანს გინიშნავთ, რომანტიკულ სიურპრიზებს გიწყობთ. გილოცავთ, იდეალურმა მამაკაცმა იცის, რომ ცოლის მოყვანის შემდეგ რომანტიკა არ მთავრდება. მეუღლის სიყვარული ყოველდღე უნდა მოიპოვოს.

ურთიერთშეთანხმება
მეუღლეები მხოლოდ საყვარლები და ერთჭერქვეშ მცხოვრებნი კი არა, ერთგული მოკავშირეებიც არიან. მეუღლეებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ერთად, ურთიერთშეთანხმებით უნდა მიიღონ.

გაქებთ მეგობრებთან
მეგობრებს უყვება, როგორ გაუმართლა, რომ მის გვერდით თქვენ  ხართ.

აკეთებს ისე, როგორც თქვენ მოგწონთ
არ დაავიწყდება, რომ არ გააკეთოს ის, რაც გაღიზიანებთ. თუნდაც საპირფარეშოში, უნიტაზის სახურავს აფარებს.

ხელჩაკიდებულები დადიხართ
არა აქვს მნიშვნელობა სად მიდიხართ: სტუმრად, რესტორანში, საყიდლებზე, სეირნობთ. თუ თქვენს ხელს ძლიერადაა ჩაჭიდებული, ამგვარად თქვენ მიმართ მზრუნველობას გამოხატავს.

პორნოგრაფიით არ ერთობა
იდეალური ქმარი პორნოსაიტებზე არ დაძვრება

თქვენი ხასიათის ცვლილებას მშვიდად იტანს
იდეალური ცოლიც კი შეიძლება ურჩხულს დაემსგავსოს. ეს თქვენი კი არა, ჰორმონების ბრალია. იდეალური ქმარი მოთმინებით ელის ამ დღეების გასვლას.

გეხმარებათ საოჯახო საქმეებში
თუ მამაკაცს უყვარს და აფასებს
საკუთარ მეუღლეს, მას მსახურად არ გადააქცევს. მან იცის, რომ თქვენც იღლებით სამსახურში და ცდილობს დაგეხმაროთ სახლის დალაგებაში, სადილის მომზადებაში. ერთად საქმეც სწრაფად კეთდება და რომანტიკული საღამოსთვისაც გრჩებათ დრო.

ერთად იცინით
რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, როცა შეყვარებულები ერთად იცინიან. სიცილი კიდევ უფრო აახლოვებს პარტნიორებს. არა აქვს მნიშვნელობა რაზე იცინით, ან რას იტყვის ხალხი, მთავარია, რომ თქვენ ერთად მხიარულობთ.

ოჯახის ბურჯი
მუშაობს იმისთვის, რომ მის ოჯახს არაფერი მოაკლდეს.

ჭამს იმას, რაც მოუმზადეთ
მართალია, მზარეულის კურსები არ გაგივლიათ, მაგრამ მეუღლე არ გიწუნებთ საჭმელს, გიქებთ და სიამოვნებით მიირთმევს.

ცდილობს უკეთესი გახდეს თქვენთვის
იცის, რომ იდეალური არაა. მუდამ ცდილობს ისე მოიქცეს, რომ თქვენ გასიამოვნოთ. ეს დასაფასებელია. ამიტომაცაა ის საუკეთესო, იდეალური.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები