მამა პანტელეიმონის ცოლი, სამი შვილის დედა საქართველოში ჩამოიყვანეს...
მამა პანტელეიმონის ცოლი, სამი შვილის დედა საქართველოში ჩამოიყვანეს...
როცა რწმენა, სიყვარული და თანადგომაა, ხანდახან სასწაულებიც ხდება. ბარბარე ძინძიბაძის შესახებ ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის . ის მძიმე სენს ებრძოდა და მეუღლე მუდამ მის გვერდით იყო. "დედების ფონდმა" ბარბარეს შესახებ ახალი, სასიხარულო პოსტი გაავრცელა:

"მინდა დღეს ერთი გამარჯვების ისტორია გიამბოთ, ჩემი,
ჩვენი და თქვენი გამარჯვების ამბავი.
დაახლოებით 2თვის წინ, ფონდს დაუკავშირდა მამა პანტელეიმონი და დახმარება სთხოვა, სთხოვა კი არა თითქოს შესთხოვა ცხოვრების თანამგზავრის და მისი სამი შვილის დედის გადარჩენა.
ონკოლოგიურში მისულ ფონდის გოგონებს მძიმე სურათი დახვდათ, ახალგაზრდა ქალი საწოლზე
იწვა, თავზე კი მფარველი ანგელოზივით ადგა მამაო და მისი ხელი ეჭირა.
ისტორიაც საკმაოდ მძიმე იყო, ხელების ტკივილის ჩივილით აბასთუმანიდან ჩამოსულ მამაო და მისი 27 წლის მეუღლე, სახსრების ანთების დიაგნოზით ალბათ კვლავ გულდამშვიდებულები დაბრუნდებოდნენ შვილებთან, რომ არა მამაოს დაჟინება, კომპიუტერული კვლევა გადაეღოთ.
კვლევის შედეგები საშინელი იყო, მე-4 სტადიის სიმსივნე ხერხემალზე, რომელიც სწრაფად პროგრესირებდა.
ბარბარე ონკოლოგიურიდან აღარ გამოუშვეს.
მასთან დარჩა მამაოც და ადგილიდან არ მოსცილებია.
დედების ფონდმა, მიუხედავად რამდენიმე მძიმე ბენეფიციარისა, გადაწყვიტა ბარბარეს სიცოცხლისთვისაც ებრძოლა.
ბარბარეს მდგომარეობა ორ დღეში ისე დამძიმდა, რომ ფეხზე დგომაც კი არ შეეძლო. სასწრაფოდ საჭირო გახდა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა და ხერხემალზე ოპერაციის გაკეთება.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები