ბევრ ქალს მოსწონდა ეროსი, ბევრიც ეტრფოდა... - ქალი, რომელიც ეროსი მანჯგალაძეს მთელი სიცოცხლე უყვარდა
ბევრ ქალს მოსწონდა ეროსი, ბევრიც ეტრფოდა... - ქალი, რომელიც ეროსი მანჯგალაძეს მთელი სიცოცხლე უყვარდა
არიან წყვილები, რომელთა ურთიერთობაც, მიუხედავად მათი დაშორებისა, რომანტიკულად რჩება ხალხის მეხსიერებაში. ასე ალბათ იმიტომ ხდება, რომ ისინი ცალ-ცალკეც საკმაოდ ცნობილნი და არაორდინარულები იყვნენ, ერთად ყოფნისას კი, გამორჩეული და ლამაზი გრძნობით იცხოვრეს. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენ ხანს იყვნენ ერთად - ერთი კვირა, ორი, ხუთი თუ ოცი წელი... ზოგჯერ მთელს ცხოვრებას გადაწონის სიყვარულითა და ლამაზი წუთებით აღსავსე რამდენიმე დღე.

ქართველ ხალხს ეროსი მანჯგალაძე ძალიან უყვარდა და დღემდე ისე იგონებს, როგორც ცოცხალს. აღნაგობით გოლიათს სულიც ბუმბერაზი ჰქონდა... არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ერთხელ
მაინც, თუნდაც უნებურად წამოსცდენოდეს მასზე აუგი.

თეატრი მაყურებლისთვის ყოველთვის მიმზიდველი და საინტერესოა, მაგრამ ბევრს ვერც წარმოუდგენია, რამდენ ინტრიგას, დაპირისპირებასა და კონფლიქტს იტევს იგი. იქ, ამ ერთი შეხედვით ჯადოსნურ სამყაროში, უცხო ხილი სულაც არ გახლავთ ერთმანეთის შური და შუღლი. არ ვიცი, მას ალბათ მოშურნეც ჰყავდა (ის ხომ შეუდარებელი იყო!), ფაქტია, რომ უსიამოვნებაც არ მოჰკლებია. ბავშვურად მიამიტი ეროსი ათასნაირ მითქმა-მოთქმაშიც გაჰხვიეს, გულიც მრავალჯერ ატკინეს, მაგრამ ხმამაღლა არასოდეს უთქვამს ვინმეზე საყვედური.

მსახიობებს, ინტერვიუს ჩაწერის დროს, როცა თეატრალური წარსული ან გადასაღები მოედანი გაუხსენებიათ და ეროსზეც ჩამოვარდნილა საუბარი - ყველას მაშინვე გაბრწყინებია სახე. ძნელია ეროსი ახსენო და სიკეთით არ აღივსო. ის ხომ დიდ მსახიობთან ერთად დიდი ადამიანიც იყო! მასზე ბევრ კურიოზს ყვებიან, ათას რამეს იხსენებენ, მაგრამ როცა ეროსის პირად ცხოვრებაზე მიდგება საქმე, ახლობლების ვიწრო წრე დუმილს ამჯობინებს. ეროსს არ უყვარდა საკუთარ ტკივილზე სახალხოდ ლაპარაკი, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ ამოთქვეს ახლობლებმა რაღაცები: რუსთაველიდან დიდი ტკივილით წამოვიდაო... მის ნიჭს სათანადოდ ვერ, ან არ აფასებდნენო... რომ არა წყენა და ნერვიულობა, კიდევ კარგა ხანს იცოცხლებდა და გაახარებდა მაყურებელსო... ალბათ, ასეცაა, მაგრამ ამჯერად მისი შემოქმედებითი ცხოვრება კი არა, სიყვარული მინდა გავიხსენო, რომელმაც მსახიობის ცხოვრებაში
ისეთი ღრმა კვალი დატოვა, მეორედ აღარც უფიქრია დაოჯახებაზე.

ბუნებით მორცხვი გახლდათ. უკვე ცნობილი მსახიობისთვის ყურადღება ჩვეულებრივი რამ უნდა ყოფილიყო და მაინც, ქუჩაში გასულს, ხალხი რომ ღიმილით აცქერდებოდა და ესალმებოდა, ყურებამდე წითლდებოდა, თავს ჩაღუნავდა და ერთი სული ჰქონდა, როდის გაეცლებოდა იქაურობას. როგორ არ უხაროდა სითბო და სიყვარული, რასაც ხალხისგან გრძნობდა, მაგრამ სიმორცხვე და რიდი ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი.

ეროსმა ელენე (ლენა) ყიფშიძე თეტრალურ ინსტიტში გაიცნო. სტუდენტები იყვნენ, ოცნებებით აღსავსენი. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ინსტიტუტში მათი რომანის შესახებ ყველამ იცოდა, მაგრამ სახელგანთქმულმა გიორგი ტოვსტონოგოვმა მაინც არ დაიხია უკან, დარწმუნებული იყო თავის წარმატებაში და მომხიბვლელ ელენეს არშიყობა დაუწყო. ეროსმა ეს გაიგო, "ზედმეტი მესამე" "გვერდზე" გაიყვანა და გვარიანად ჟეჟა მეტოქე.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები