ვაკანსია მექსიკაში - თვეში 10 ათასი დოლარი მას, ვინცვაკანსია მექსიკაში - თვეში 10 ათასი დოლარი მას, ვინც კურორტ კანკუნაზე იცხოვრებს კურორტ კანკუნაზე იცხოვრებს
ვაკანსია მექსიკაში - თვეში 10 ათასი დოლარი მას, ვინცვაკანსია მექსიკაში - თვეში 10 ათასი დოლარი მას, ვინც კურორტ კანკუნაზე იცხოვრებს კურორტ კანკუნაზე იცხოვრებს
ვებგვერდმა Cancun.com-მა ვაკანსია გამოაცხადა "კანკუნას თავგადასავლების დირექტორი"-ს (CEO) პოზიციაზე.

ადამიანმა, რომელიც ამ პოზიციას დაიკავებს, 6 თვის განმაცლობაში მექსიკურ კურორტ კანკუნზე დრო უნდა გაატაროს, რაშიც მას ხელფასის სახით, თვეში 10 ათას დოლარს გადაუხდიან. სამუშაოს ფარგელბში, ამ ადამიანმა უნდა გამოიკვლიოს საინტერესო ადგილები და მათ შესახებ სოციალურ ქსელებსა და Cancun.com-ის ბლოგზე წეროს, მათ შორის გადაიღოს ფოტოები და ვიდეოები.

ვაკანსიაში წერია, რომ “კანკუნას თავგადასავლების დირექტორი“ უფასოდ იცხოვრებს "კურორტის დიდებულ სასტუმროში".

მოთხოვნის გაგზავნის ვადა დეკემბრის შუა რიცხვებში ამოიწურება.

დაინტერესებულმა პირმა ანკეტაში საჭიროა მიუთითოს საკუთარი სოციალური ქსელების ბმულები და გადაიღოს მოკლე ვიდეო საკუთარი თავის შესახებ.

2018 წლის იანვარში შეარჩევენ 50 საუკეთესო გზავნილს, რომლიდანაც 5 ფინალისტს გამოარჩევენ - ისინი კანკუნზე გამარჯვებულის გამოსავლენად გაემგზავრებიან. მუშაობა 2018 წლის მარტიდან, აგვისტომდე გაგრძელდება.



ავტორი: Mediamall.ge
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები