რა ა რის და რას ნიშნავს თუკი თვალში ხალის მსგავსი წერტილები გაქვთ
რა ა რის  და  რას  ნიშნავს  თუკი  თვალში  ხალის   მსგავსი  წერტილები  გაქვთ
ჭორფლი, მელანინის ან პიგმენტის პაწაწინა გროვა შეიძლება კანზე გაჩნდეს და ზოგჯერ თვალშიც ვლინდება.
ხშირ შემთხვევაში თვალში ლაქას ოფთალმოლოგი ამჩნევს. ბევრი ადამიანისთვის მსგავსი ყავისფერი ლაქა შეუმჩნეველია და განსაკუთრებით მაშინ თუ ის თვალის ფერად გარსშია წარმოდგენილი. ლაქა საკმარისად დიდი ზომის უნდა იყოს იმისთვის, რომ პიროვნებამ სარკეში ჩახედვისას ან თანამოსაუბრემ შენიშნოს.

შეიძლება იყოს რუხი, ყავისფერი ან შავი შეფერილობის. თუ ხალის მსგავსი ფორმა სკლერაზეა (თვალის თეთრი გარსი) ის ყავისფერ ლაქად აღიქმება. აღსანიშნავია, რომ თვალის ჭორფლი, რომელსაც ქორიოიდალურ (მიკუთვნილი თვალის სისხლძარღვოვან გარსთან) ხალს, ნევუსსაც უწოდებენ, შესაძლოა
იყოს სხვადასხვა ზომისა და ფერის.

გამომწვევი მიზეზი
თვალი შედგება სამი გარსისგან ფიბროზული, სისხლძარღვოვანი და ბადურა გარსისგან. სისხლძარღვოვანი გარსი შედგება ფერადი გარსის, ცილიარული სხეულისა და ქორიოიდეისაგან. ქორიოიდეა წარმოადგენს სისხლძარღვოვანი გარსის უკანა ნაწილს, რომელიც უშუალო კავშირშია ბადურა გარსთან და მის კვებაში მონაწილეობს. თვალს აქვს მემბრანა, რომელიც სავსეა პიგმენტური უჯრედებით, სახელწოდებით ქორიოიდეა.
ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ პიგმენტური უჯრედები ერთ ჯგუფად გროვდება და შედეგად ვლინდება ერთგვარი ჭორფლისა თუ ხალის მსგავსი ფორმა. ძალიან იშვიათად, რომ ლაქა თანდაყოლილი იყოს – ჩვეულებრივ, ვითარდება იმავდროულად, როცა კანზე ჭორფლი ჩნდება.

მკურნალობა
ყავისფერი ლაქა იშვიათად იწვევს ჯანმრთელობის პრობლემას და შესაბამისად, მკურნალობას არ საჭიროებს. თუ ლაქა შემაწუხებელია ეფექტურია ლაზერული ქირურგია.

გამოკვლევა
გამოკვლევის მეთოდს ოფთალმოლოგი ინდივიდუალურად არჩევს. ექიმი ოფთალმოლოგი სპეციალური პროცედურის fluorescein angiogram–ის დახმარებით შეისწავლის ლაქას. ანგიოგრამა ოფთალმოლოგს საშუალებას აძლევს, ჭორფლს ფოტო გადაუღოს. დროთა განმავლობაში კი ამ კადრის დახმარებით დააკვირდება არის თუ არა რაიმე ცვლილება ლაქის ზომასა და ფორმაში.
ქორიოიდალური ნევუსი, ხალი ადამიანთა 5–10%–ს აქვს. უმეტესი მათგანი კეთილთვისებიანია. ფლორიდის ასოციაციის Retina Vitreous Associates of Florida–ს წარმომადგენლების ინფორმაციით, 20 000 შემთხვევიდან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს სიმსივნური.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები