"მეუბნებოდნენ, რომ ბავშვი აღარ ამყვებოდა, რომ მესამედაც მომიკვდებოდა ნაყოფი..." - ქართველი გოგონას ემოციური პოსტი და მიმართვა ქალებს
"მეუბნებოდნენ, რომ ბავშვი აღარ ამყვებოდა, რომ მესამედაც მომიკვდებოდა ნაყოფი..." - ქართველი გოგონას ემოციური პოსტი და მიმართვა ქალებს
მინდა ისტორია გიამბოთ. 2015 წლის 9 თებერვალს გავთხოვდი, მარტში ფეხძიმედ დავრჩი, თუმცა არ ვიცოდი, ეს რა განცდა იყო. უბრალოდ, ძალიან ჩვეულებრივად მივიღეთ ეს ამბავი მე და ჩემმა მეუღლემ, ალბათ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ გვქონდა გააზრებული, რა იყო ოჯახი. სამწუხაროდ, ვირუსი შემხვდა და 19 აპრილს მომშორდა, სისხლდენა დამეწყო. კვირა დღე იყო, საღამო, უკვე ვიცოდით, რაშიც იყო საქმე. ისე ვინერვიულე, არც მძინებია მთელი ღამე, ჩემი მეუღლის ცრემლით სავსე თვალები და მისი თბილი სიტყვები იმ დროს არასოდეს დამავიწყდება. საბედნიეროდ, გამოფხეკვა არ დამჭირდა, ისე
ჩაიარა ყველაფერმა.
გავიდა დრო და ხანი, ამ თვეების განმავლობაში სულ მეფიქრებოდა და ჩემს თავს ვადანაშაულებდი, რომ თავს ვერ გავუფრთხილდი. 9 ოქტომბერს ჯვარი დავიწერეთ ხელიც მოვაწერეთ და ოფიციალურად გავხდით ცოლ-ქმარი. 28 ნოემბერს გავიგე, რომ ისევ ფეხძიმედ ვიყავი. ჩენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ჩვენზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა, თუმცა მაინც მქონდა გულში ჩარჩენილი პირველი დანაკარგი...
ამ ორსულობამაც დიდხანს არ გასტანა. 19 დეკემბერს მომშორდა ისევ, ისევ სისხლდენით... უკვე ვეღარ ვიაზრებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს,
საკუთარ ფიქრებში ჩავიკეტე. ახალი წელი მოდიოდა, მე კი არაფრის ხალისი არ მქონდა. ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად ეს დღესასწაული უყვარდა, ყველაზე მეტად სძულდა 31 დეკემბერი. ჩემი მეუღლეც არ იყო სახლში, ჯარში ცვლამ მოუწია. ყოველ წამს მირეკავდა, მამხნევებდა თბილი სიტყვებით, თუმცა მაინც არ მინდოდა არაფერი იმის გარდა, რომ მოვმკვდარიყავი... არც დედა მყავდა გვერდზე, რომ დავემშვიდებინე, ფოთელი ვარ და რუსთავში ვარ გათხოვილი, ძალიან შორს იყვნენ ჩემები, არავის ნახვა არ მინდოდა...

ხალხი ჩემ გარშემო ისეთი ბოროტი იყო, ყველა მძულდა, თითოეულის სიტყვები დღესაც ყურში ჩამესმის. მეუბნებოდნენ, რომ ბავშვი აღარ ამყვებოდა, თუ არ დავიკლებდი, ამხელა რომ ვიყავი, ყველაფერი ამის ბრალი იყო... იმასაც მეუბნებოდნენ, რომ რაღაც მჭირდა და რა მეშველებოდა აწი... მათი უაზრო სიტყვები ისე მხვდებოდა გულზე, როგორც ეკალი, თუმცა არ ვიმჩნევდი... ამან უფრო ჩამკეტა, სახლიდანაც არ გავდიოდი, სულ ვიწექი, სულ მეძინა, სულ ვფიქრობდი.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები