ქალი, რომელმაც კიბო დაამარცხა, ყველას ურჩევს, ყურადღებით დააკვირდნენ რამდენიმე სიმპტომს
ქალი, რომელმაც კიბო დაამარცხა, ყველას ურჩევს, ყურადღებით დააკვირდნენ რამდენიმე სიმპტომს
31 წლის ქალი, რომელსაც მუდმივად აწუხებდა მუცლის შებერილობა, ყველას ურჩევს, არ გამორჩეთ კუჭ-ნაწლავის სიმსივნის სიმპტომები.

შერი ჰეგერს მუცლის არეში მუდმივად დისკომფორტი ჰქონდა, შებერილობა, საჭმლის და წყლის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში კი - დიარეა.
სიმპტომების გაჩენიდან 3 თვის შემდეგ ექიმებმა კოლონოსკოპია გაუკეთეს და სწორი ნაწლავის სიმსივნე დაუდგინეს. შერი დარწმუნებულია, რომ პროცედურამ მისი სიცოცხლე გადაარჩინა.

სიმსივნის დასამარცხებლად ჰეგერს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, 5 კვირიანი რადიოთერაპიის კურსი გაიარა და 6 თვე იკეთებდა ქიმიოთერაპიას. 2 წლის შემდეგ კი მუცლის ღრუში ახალი სიმსივნე აღმოუჩინეს. ჰეგერს კიდევ  ერთხელ მოუხდა მკურნალობის ჩატარება.

ამჟამად შერი ჯანმრთელია და იმედოვნებს, რომ მისი ამბავი სხვებს დაეხმარება, დროულად მიმართონ ექიმს, საეჭვო სიმპტომების ქონის შემთხვევაში.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები