როგორ გადაარჩინა 112-ის ოპერატორმა ოჯახი გაზით გაგუდვას - ამბავი, რომელიც უნდა წაიკითხოთ
როგორ გადაარჩინა 112-ის ოპერატორმა ოჯახი გაზით გაგუდვას - ამბავი, რომელიც უნდა წაიკითხოთ
112-ის "ფეისბუქის" გვერდზე ემოციური ისტორია გამოქვეყნდა, სადაც წერია, თუ როგორ გადაარჩინა მათმა ოპერატორმა ოჯახის 4 წევრი. როგორც ირკვევა, 112-ში 11 წლის გოგონამ დარეკა, რომლის ოჯახის წევრები, ასევე თვითონ, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ.

"ამბავი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

112-ში 11
წლის გოგონა რეკავს..
.
ოპერატორი 1-1-2 გისმენთ, 1-1-2 გისმენთ
მოქალაქე სასწრაფოს გამოძახება მინდა (10-12 წლის გოგონამ აღელვებული ხმით
უპასუხა ოპერატორს )
ოპერატორი რომელი ქალაქიდან გვიკავშირდებით?
მოქალაქე ..... (ხმა აღარ ისმის)
ოპერატორი მისამართი მითხარით, რომელი ქალაქიდან რეკავთ?
მოქალაქე თბილისიდან (კონტაქტზე ისევ გამოვიდა გოგონა)
ოპერატორი რა გქვია?
მოქალაქე
ნინო
ოპერატორი ნინო, ზუსტი მისამართი უნდა მითხრა დროულად რომ აღმოგიჩინოთ
დახმარება
მოქალაქე დედა შემომხედე! (გოგონა ტიროდა. პერიოდულად აღარ უსმენდა
ოპერატორს)

112-ის ოპერატორისათვის შემთხვევის ზუსტი ადგილმდებარეობის (მისამართის) დადგენა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა ზარი შუა საუბრისას გაითიშოს, ვეღარ მოხდეს მოქალაქესთან თავიდან დაკავშირება და შესაბამისად 112 მისამართზე ვეღარ გაგზავნის გადაუდებელი დახმარების საჭირო ბრიგადებს/ეკიპაჟს.

ინიციატორის დაბნეულობას ემატებოდა ცუდი სმენადობა. მიუხედავად ყველაფრისა ოპერატორმა შეძლო მისამართის ყველა დეტალის გაგება, თუმცა ნინო იმდენად ნერვიულობდა, რომ შესაძლოა მისამართი არასწორი ყოფილიყო. მისამართი უნდა დაზუსტებულიყო.

ადგილმდებარეობის დადგენის შემდეგი ეტაპი შემთხვევის ტიპის განსაზღვრაა, რათა საჭირო გადაუდებელი დახმარების ბრიგადების/ეკიპაჟის გაგზავნა მოხდეს მისამართზე.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები