სტალინის ორეული - რა გაამხილა ფელიქს დადაევმა ბელადის გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ
სტალინის ორეული - რა გაამხილა ფელიქს დადაევმა ბელადის გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ
ათეულობით წელიწადს დადიოდა რუსეთში ხმები, რომ სტალინს "ტყუპისცალი" ჰყავდა, რომელიც ზოგჯერ ბელადს ცვლიდა. ორეული სტალინის გარდაცვალებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ ალაპარაკდა. ფელიქს დადაევი, რუსეთისა და დაღესტნის სახალხო არტისტი, ყოფილი მოცეკვავე და ილუზიონისტი, სტალინის ორეულის როლს კრემლის ბრძანებით თამაშობდა.

წლების განმავლობაში სტალინის
ორეულების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო სუკ-ის მიერ. თუმცა თვით დადაევი ცოცხალი საბუთია, რომ მისი მონათხრობი ნამდვილია. დადაევის ნათქვამს აგრეთვე ადასტურებს ამონარიდები სუკ-ის არქივიდან, კინოსტუდია "მოსფილმის" დოკუმენტური მასალა და თავდაცვის არქივებიც. სტალინის პირადი დაცვის უფროსის, გენერალ ნიკოლაი ვლასიკის ქალიშვილი ნადეჟდა  ნიკოლაევნა კი იხსენებდა: "დიახ, ისინი იყენებდნენ ორეულებს. მთელი ეს გეგმა მამაჩემის მოფიქრებული იყო. ისე აღმერთებდა სტალინს და ეთაყვანებოდა, რომ ამგვარი ფანტასტიკური იდეებიც მოსდიოდა თავში".

ნახევარ საუკუნეზე მეტხანს დადაევი სიკვდილის შიშით ჩუმად იყო. მხოლოდ 2008 წელს, როცა 90 წლის ასაკს მიუკაკუნა და მმართველი რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო, ავტობიოგრაფიული წიგნი "ნაირგვარი სამყარო" დაწერა. ავტორი წლების შემდეგ ამხელს, რომ ერთ-ერთი იყო სტალინის ოთხი ორეულიდან. "ჯაშუშები ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყვნენ, ამიტომ ყველაფერი დიდი სიფრთხილით იგეგმებოდა. ორეულები ხშირად ცვლიდნენ სტალინს ავტომობილით, მატარებლით თუ თვითმფრინავით მგზავრობისას, რათა მათთვის გზა-კვალი აერიათ", - წერს დადაევი თავის წიგნში.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები