ნოსტრადამუსმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა 400 წლის წინ იწინასწარმეტყველა
ნოსტრადამუსმა  დონალდ  ტრამპის  პრეზიდენტობა  400  წლის  წინ  იწინასწარმეტყველა
ამერიკამ ჯერ ვერ მოასწრო თავისი არჩევნების პირველი შედეგების გამოცხადება, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიოს პოლიტოლოგები ერთად შეუდგნენ იმაზე ფიქრს, თუ დონალდ ტრამპის პიროვნება როგორ ზეგავლენას მოახდენს მსოფლიო ისტორიაზე.


ანალიტიკოსების მეგობრულ გუნდს ასევე შეუერთდნენ ეზოთერიკის თაყვანისმცემლები. მათ გააანალიზეს ცნობილი ნათელმხილველების, ნოსტრადამუსის და ვანგას ნაშრომები, და მოულოდნელ დასკვნებამდე მივიდნენ.
...
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებების შემსწავლელები ამტკიცებენ, რომ აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი -ანტიქრისტეს ცოცხალი განსახიერებაა, რომელიც მესამე მსოფლიო ომს წამოიწყებს! თავიანთი სიტყვების დასამტკიცებლად მათ მოჰყავთ შემდეგი სიტყვები წინასწარმეტყველების წიგნიდან:


"ცრუ ქარბობალა, მალავს რა სიგიჟეს, აიძულებს ბიზანტიას შეცვალოს თავისი კანონები. ეგვიპტიდან გავა ის, ვინს მოისურვებს რომ შეცვალონ ედიქტი, რომელიც ცვლის კურსს ფულზე და ოქროს სინჯს.

დიდი კამათის დროს მოვა ქარბორბალა. ის ვინც დაარღვია შეთანხმება, აწევს თავს ცისკენ და გასისხლიანებული პირით სისხლში იცურავებს, დედამიწაზე მას სახეს რძით და თაფლით გაუპოხავენ“.

ნოსტრადამუსის მკვლევარი, არტურ ევანსი გვიხსნის, რომ სიტყვები „ ცრუ ქარბორბალა“ ტრამპის სიმბოლოა, რაშიც იმალება სწორედ „ სიგიჟე“ . ძველი ბიზანტიის ადგილზე ახლა სტამბული მდებარეობს, ხოლო დონალდ ტრამპმა წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ უკიდურესად აგრესიული პოზიცია დაიკავა თურქეთის მიმართ.

არტურ ევანსი ასკვნის: „დონალდ ტრამპს ვინმემ უღალატა, და ამიტომ ის განრისხებულია. ის ბევრს ისაუბრებს სისხლზე რელიგიის სახელით, მაგრამ შედეგად თვითონ ჩაიხრჩობა მასში. თაფლის და რძის მიწა, ნახსენები წინასწარმეტყველებაში,
- ეს ისრაელია. ტრამპი კი საჯაროდ საუბრობდა თავის განზრახვაზე, გახდეს ნეიტრალური შუამავალი ისრაელსა და პალესტინას შორის.

სხვათა შორის, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება დონალდ ტრამპზე ბევრ რამეში
ემთხვევა სხვა ექსტრასენსების ნათქვამს. ასე მაგალითად, ცნობილი ბულგარელი ნათელმხილველი ვანგამ, რომელიც 1996 წელს გარდაიცვალა, თავის დროზე
საინტერესო განცხადებები გააკეთა ამერიკის ცხოვრებაზე.

თავიდან ნათელმხილველმა თქვა, რომ აშშ-ს ორმოცდამეოთხე პრეზიდენტი შავკანიანი ადამიანი იქნებოდა, რაც მრავალი წლის შემდეგ ობამას სახით ახდა.

შემდეგ კი უფრო თამამი პროგნოზით დაშოკა მსოფლიო. ვანგას სიტყვებით, ბარაკ ობამა აშშ-ს
უკანასკნელი პრეზიდენტი იქნება!

აშშ-ს 44-ე პრეზიდენტის მმართველობა ქვეყანას ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანს, რის გამოც გაღვივდება ახალი ომი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის და მოხდება მთელი ქვეყნის დაღუპვა...და ამის იმპულსი იქნება სირიის დიდი ომი!

ფორმალურად დონალდ ტრამპი თანამდებობაზე ჯერ არ ასულა - ეს მოხდება მხოლოდ 20 იანვარს. სწორედ ამ დღესაა დანიშნული ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. ამასობაში მთელი მსოფლიო მშფოთვარე მოლოდინშია იმის შიშით, რომ ვანგას წინასწარმეტყველება ახდება...

დიახ, ვანგას და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება შემაძრწუნებელია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისახდება. ბოლოს და ბოლოს, ყველას თავისებურად შეუძლია ახსნას ნათელმხილველების სიტყვები. შენ როგორ მიგაჩნია, დადასტურდება თუ არა მათი სიტყვები, თუ ჩვენი მომავალი უფრო ბედნიერი იქნება?
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
24-04-2018
4 ტყუპის დაბადება იშვიათი მოვლენაა. ექიმების თქმით, ასეთი რამ დაახლოებით 700 ათას შემთხვევაში ერთხელ ხდება. რადგან ასეა, გამოდის, ბათუმში, დიმა კოღუაშვილისა და ნონა ვარშანიძის ოჯახი შვიდასიათასს შორის ის ერთი და გამორჩეულია, რომელშიც 4 ტყუპი იზრდება - 2 ბიჭი და 2 გოგო. ბავშვების დედა თავადაც ტყუპისცალია. ტყუპებს - ანდრიას, დიმიტრის, ბარბარესა და მაიას კიდევ უფროსი და - ნინი და უმცროსი ძმა - ალექსანდრე ჰყავთ. ექსვშვილიანი ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ ეს არსებები მისი და მეუღლის ყველაზე დიდი სიმდიდრეა. სადაც კი დავდივართ ამ ბავშვებთან ერთად, ყველგან თბილი, ღიმილიანი და სიკეთით სავსე მზერა დაგვყვება. სრულად უცნობები გვაჩერებენ და გამოგველაპარაკებიან. "თქვენ გაიზარდეთო" - სიყვარულით მოაძახებენ ხოლმე მოხუცები. ესენი ბავშვები კი არა, პოზიტივის მარცვლები არიან.



ნონა ვარშანიძე:

- ბედნიერი ვიყავი, როდესაც გავიგე რომ ტყუპების დედა უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ არ მეგონა, რომ ოთხის ერთდროულად. ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. საკეისრო კვეთით ვიმშობიარე. ბიჭები უფრო დიდი წონისანი დაიბადნენ: ერთი 2,200 კგ, მეორე 2 კგ, გოგონები 1,900 კილოები. სახელები ორს მე შევურჩიე, ორსაც - მეუღლემ. პირველ თვეში ბუნებრივად ვკვებავდი, მერე გადავედი კომბინირებულ კვებაზე. სიძნელეს ის წარმოადგენდა მხოლოდ, რომ ოთხივეს ერთად უნდებოდათ კვებაც, დაძინებაც... ამ ბავშვების ამქვეყნად მოვლენის დღიდან ჩემი და ჩემი მეუღლის ლექსიკონში არ არსებობს: ავად ვარ, არ შემიძლია... ჩვენ ყოველთის კარგად და შემათებით ვართ, რომ ამ ოთხს მივხედოთ, დამატებით მეხუთეს და მეექვსეს.


უფროსი ქალიშვილი უკვე სტუდენტია. ტყუპები 5 წლისანი არიან, ალექსანდრე 3-ის. ეს ნაბოლარა მეხუთე ტყუპისცალს უდრის, იმიტომ რომ ყველაფერში ტყუპებს ბაძავს და არაფრით არ უნდა შეიმჩნიოს მათ შორის არსებული 2 წელი, არც ფიზიკურად და არც საქციელით. გამოსდის თუ ვერ გამოსდის, სჭირდება თუ არ სჭირდება, ყველაფერს იძახის, აკეთებს, ისე როგორც ტყუპები. ალექსანდრეში, ორივე ძმა, დიმა და ანდრიაა გაერთიანებული, ცოტა ეშმაკობაც აქვს, ცოტა სიდინჯეც და ძალიან საყვარელია.   - ვიზუალურად ტყუპები ჰგვანან ერთმანეთს?

- რომ შეხედავ მიხვდები, რომ დედმამიშვილები არიან, მაგრამ ტყუპებივით არ გვანან. მე და ჩემს დას ვერ გვარჩევდნენ ერთმანეთისგან. როგორაა იცით, ქალ-ვაჟი წყვილ-წყვილად ჰგავს ერთმანეთს. ერთ წყვილს ღია ფერის თმები და თვალები აქვს, მეორეს - მუქი. ქერები უფრო დინჯები არიან, შავგვრემანები - სხარტები. ოთხივე ერთად კი თამაშობს, მაგრამ წყვილებად როცა ნაწილდებიან, ანდრია და ბარბარე ყოველთვის ერთ გუნდში არიან, დიმიტრი და მაია - მეორეში. ოთხივეს რომ დავაწვენ დასაძინებლად, დილით იქით ანდრია და ბარბარე მხვდებიან ჩახუტებული, აქეთ - დიმიტრი და მაია. განაგრძეთ  კითხვა
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები