უცნაური მიზეზი, რის გამოც ბრიტანელმა ახალგაზრდამ საკუთარი მანქანა ძაღლს დაამსგავსა
უცნაური მიზეზი, რის გამოც ბრიტანელმა ახალგაზრდამ საკუთარი მანქანა ძაღლს დაამსგავსა
25 წლის ბრიტანელმა სემ უელმანმა გადაწყვიტა, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი, Seat Leon–ი პროფილაქტიკაში მიეყვანა და მთლიანად შეეცვალა. სემის სურვილი იყო, მანქანა დიდ ლეკვს დამსგავსებოდა, ამგვარი გადაწყვეტილება კი იმის გამო მიიღო, რომ დაიღალა ყოველდღიურად მეგობარი გოგონას სამსახურში ტარებით და იფიქრა, რომ გოგონა ძაღლი–მანქანით წაყვანაზე უარს იტყოდა.

სემ უელმანი ამბობს, რომ ვიდრე ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მან მეგობარ გოგონას ავტომანქანა უყიდა, თუმცა, იგი უარს ამბობდა, რომ თავად ევლო სამსახურში.

სემის დაკვეთით, მისი ავტომობილი ხელოვნური ბეწვით დაფარეს, კუდიც გაუკეთეს, წინ კი, მოზრდილი შავი "ცხვირი“ დაუყენეს. უელმანი ისე შევიდა აზარტში, რომ სიგნალის ნაცვლად, მანქანას ყეფვის ხმა დაუყენა.

ბრიტანელის ჩანაფიქრმა გაამართლა – მეგობარმა გოგონამ განაცხადა, რომ ამგავრი მანქანით სამსახურში მისვლა სირცხვილია.


ამასობაში, სემს ძალიან სეუყვარდა თავისი ,,ძაღლი“. მართალია, ამბობს, რომ უამინდობისას გარკვეული პრობლემები ექმნება, მაგრამ მანქანისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას არ აპირებს.  იხილეთ  სურათები

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები