როგორ გაჩდნენ "კამიკაძეები" და სად განხორციელდა პირველი მასშტაბური ტერაქტი, რომელსაც 114 ადამიანი ემსხვერპლა
როგორ გაჩდნენ "კამიკაძეები" და სად განხორციელდა პირველი მასშტაბური ტერაქტი, რომელსაც 114 ადამიანი ემსხვერპლა
თანამედროვე მნიშვნელობით ტერმინი "კამიკაძე" პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს იმ იაპონელი თვითმკვლელი მფრინავების აღსანიშნად, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ანადგურებდნენ მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკას. თუმცა, თავად სიტყვა ბევრად ადრე გაჩნდა იაპონიის ისტორიაში.

ლეგენდა "ღვთაებრივ ქარზე"
1281 წელს, ჩინეთის დაპყრობის შემდეგ მონღოლმა ხანმა ხუბილაიამ უზარმაზარი ფლოტი (4,5 ათასი გემი და 140-ათასიანი არმია) შეკრიბა და იაპონიის ნაპირებს მიადგა, რათა ისიც საკუთარი მმართველობის ქვეშ მოექცია. ყოველთვის მებრძოლი იაპონელები ბევრად მცირე არმიით დაუხვდნენ მტერს, თუმცა, ლეგენდის თანახმად გადამწყვეტი ბრძოლა არ შედგა, რადგან მოულოდნელად ზღვაზე ამოვარდნილმა  ქარიშხალმა
მონღოლების მთელი ფლოტი გაანადგურა. სწორედ ტაიფუნს, რომელმაც იაპონელები დაპყრობისგან გადაარჩინა, ეწოდა "კამი კაძე" ანუ "ღვთაებრივი ქარი". რამდენიმე ასწლეულის შემდეგ, იაპონელებმა ისევ გააცოცხლეს ძველი თქმულება და თვითმკვლელ მფრინავთა რაზმი "კამიკაძე" შექმნეს, რომელის მთავარ მიზანს მოწინააღმდეგის გემებისა და თვითმფრინავების განადგურება წარმოადგენდა.

"ტომია-სიოკუდო" და ქალბატონი ტორიხამა ტომე
იაპონიის სამხრეთში, პატარა ქალაქ მინამიკიუსიუში, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ ჩვეულებრივი სოფელი იყო, დღემდეა შემორჩენილი სასაუზმე "ტომია-სიოკუდო", რომელსაც ომის წლებში ქალბატონი ტორიხამა ტომე ფლობდა. სწორედ სასაუზმე და მისი დიასახლისი, "დედილო-კამიკაძეს" სახელით ცნობილი ქალბატონი ტომე, იქცნენ იმ ასობით იაპონელი ყმაწვილის უკანასკნელ თავშესაფრად, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. მშობლიური სახლიდან შორს, დღეს უკვე ღირსშესანიშნაობად ქცეულ სასაუზმეში ატარებდნენ სასიკვდილოდ განწირული მფრინავები სიცოცხლის ბოლო საათებს, იქ ტკბებოდნენ საყვარელი საკეთი უკანასკნელად და იქ იკერავდნენ რიტუალურ თეთრ სახვევს - ხატიმაკის,"დედილო-კამიკაძე" კი, ყველას საკუთარი შვილივით აცილებდა ომში.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები