5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ძაღლი ს ასწრაფოდ ვეტერინართან უნდა წაიყვანოთ
5  ნიშანი  იმისა,  რომ  თქვენი  ძაღლი ს ასწრაფოდ  ვეტერინართან  უნდა წაიყვანოთ
ძაღლებში ტკივილი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ამ დროს სასურველია, პატრონი მალევე მიხვდეს, თუ რა აწუხებს შინაურ ბინადარს და დროულად მიმართოს ვეტერინარს. იმისათვის, რომ ძაღლის
ფარული დაავადება ამოვიცნოთ სპეციალისტები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ:

ძაღლის ბეწვის უხარისხო ფაქტურა
ძაღლები თავის ბეწვზე არ ზრუნავენ ისე, როგორც კატები, თუმცა, ისინი თავად ცდილობენ ბეწვის სისუფთავე შეინარჩუნონ. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ბინადრის ბეწვის ფაქტურა შესამჩნევად შეიცვალა და ის ადრინდელთან შედარებით უხარისხოდ გამოიყურება, ალბათობაა იმისა, რომ თქვენი ძაღლი განიცდის ტკივილს და მას აღარ შესწევს ბეწვის გაწმენდის უნარი.

უმიზეზო აგრესია
ძაღლის არაადეკვატური აგრესია
შეიძლება გამოხატული იყოს სხვადასხვა პრობლემით. ერთ-ერთი მათგანი ტკივილია. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ძაღლი მოფერების ან ხელის მოკიდების დროს აგრესიას გამოხატავს, შესაძლოა მისი საქციელი დაკავშირებული იყოს შინაგან ტკივილთან.

გახშირებული სუნთქვა
ძაღლს საერთო დისკომფორტმა შეიძლება სუნთქვის უკმარისობა შეუქმნას. იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი სირბილით არ არის დაღლილი ან არ სცხელა და ის მაინც მძიმედ სუნთქავს, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს, რომ დაადგინოს, რა აწუხებს ცხოველს.

სხეულის ერთი და იმავე ადგილის ხშირი ლოკვა
თუ თქვენი ძაღლი ერთი და იმავე ადგილს ხშირად ილოკავს, შეამოწმეთ იმავე მიდამოებში მისი სხეული და დარწმუნდით, რომ ცხოველს ზედაპირული დაზიანება არ აქვს.

როცა ძაღლი შფოთავს
ნორმალურია, როცა ძაღლი დაწოლამდე ერთ ადგილას წრიულად ტრიალებს, თათებით თელავს და შემდეგ წვება, მაგრამ თუ შეამჩნევთ, რომ ის ამ მოძრაობებს ზედიზედ რამდენჯერმე აკეთებს და დისკომფორტს განიცდის, ეს შესაძლოა ტკივილთან იყოს დაკავშირებული.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები