"დიახ... 40 წლის ვარ და ვერ "გავსაღდი"... შემეშვით!" - გულახდილი წერილი
"დიახ... 40 წლის ვარ და ვერ "გავსაღდი"... შემეშვით!" - გულახდილი წერილი
ამ თემაზე არაერთხელ დაგვიწერია. საზოგადოება ხშირად ცდილობს ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევას, მზრუნველობის საბაბით ან უბრალოდ "სიტყვის მასალად" ცდილობს გამოიკითხოს პირადი ამბები, რაც ხშირად გულის ტკენითაც სრულდება. ეს 40 წლის თიკას წერილია. მან რედაქციაში მოგვწერა და სურს ბევრმა წაიკითხოს და გაითვალისწინოს
შემდგომში, რომ მისებურად სხვებსაც არ ატკინონ გული.

"არასოდეს ვიყავი ყუარადღებას მოკლებული, მშობლების, ნათესავების თუ მეგობრების მხრიდან. მუდმივად ვგრძნობდი ზრუნვას იმ ადამიანებისგან, რომლებიც მიყვარდა და პატივს ვცემდი, მიუხედავად იმისა, რომ იყო ისეთი მომენტებიც ჩემს ცხოვრებაში, როცა ადამიანებმა არ გამიმართლეს და იმედები
გამიცრუეს.
მას შემდეგ, რაც 25 წლის გავხდი, თითქმის ყოველდღე ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას, როდის გადადის ადამიანის მიმართ გამოხატული მზრუნველობა სხვის ცხოვრებაში ხელის ფათურის ფაზაში... უკვე დროა, არ თხოვდები? შეყვარებული არ გყავს? კარგი ბედი ყოველთვის არ მოდის! ისეთი ვინმე მონახე, რომ ცხოვრება ნულიდან არ გექნეს დასაწყები! ნუთუ, არავინ გამოჩნდა ამდენ ხანს შენს ცხოვრებაში? ჯობია გათხოვდე, შენი პატრონი ბოლოს არავინ იქნება, ყველა თავის თავს მონახავს! 40 წელი ნამეტანია, რაღაც მოიფიქრე, თორემ მერე უფრო გაგიჭირდება. თუ არ გეყვარება არ არის დიდი პრობლემა, შეეჩვევი, ბავშვი რომ გეყოლება, ეგ არის მთავარი! სამსახური და კარიერა მეორეხარისხოვანია, რად გინდა რამე, თუ ოჯახი ვერ შექმენი...   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები