ადამიანის მართვის და დარწმუნების 9 საიდუმლო ფსიქოლოგიური მეთოდი
ადამიანის  მართვის  და  დარწმუნების  9  საიდუმლო  ფსიქოლოგიური  მეთოდი
1. ფრეიმინგი
ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება პოლიტიკაში. ფრეიმინგის ყველაზე პოპულარული მაგალითია – გადასახადი მემკვიდრეობაზე. პოლიტიკოსები, რომლებიც ამ გადასახადის წინააღმდეგ გამოდიან, მას სიკვდილზე გადასახადს ეძახიან. სიტყვა „სიკვდილი“-ს გამოყენება „მემკვიდრეობის“ ნაცვლად, იწვევს არასასიამოვნო ასოციაციებს.

ფრეიმინგი – საკმაოდ შეუმჩნეველი მეთოდია, მაგრამ როცა ემოციურად შემკობილი სიტყვების გამოყენება ხდება, როგორიც არის „სიკვდილი“, ადვილია ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ თქვენი შეხედულება გაიზიარონ.


2. განსახიერება
ვინმეს განსახირება ნიშნავს მისი მოძრაობის მიბაძვას, რომელიც პრაქტიკულად შეუმჩნეველი შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე თვალნათელი მათგან არის ხელების ჟესტები, წინ ან უკან გადახრა, თავისა და ხელების სხვადასხვა მოძრაობა. ყველა ჩვენგანი ამას გაუცნობიერებლად ვაკეთებთ და თუ დააკვირდებით, შეიძლება საკუთარი თავიც გამოიჭიროთ ამაში.

როგორ უნდა მიბაძო სხვას გასაგებია, მაგრამ არსებობს რამოდენიმე რეკომენდაცია: შეეცადეთ შუმჩნევლად მიბაძოთ და ინტერვალი გააკეთეთ 2-4 წუთინი რეალური ადამიანის მოძრაობასა და თქვენს მიბაძვას შორის.


3. დეფიციტი
ამ მეთოდს ფართოდ იყენებენ სარეკლამო კომპანიები. შესაძლებლობები, როგორიც არ უნდა იყოს ისინი, იზიდავს უფრო მეტს, თუკი მათთან წვდომას შევზღუდავთ.

ასეთი მეთოდი შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვეულებრივი ადამიანის მიმართ შესაფერის დროს. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამ მეთოდის ცოდნისას, თქვენ უფრო ფრთხილი იქნებით. დაფიქრდით, როგორ მოქმედებს თქვენზე ის ფაქტი, რომ საქონლის რაოდენობა შეზღუდულია? თუ საქონელი არასაკმარისია, მაშინ მასზე მოთხოვნა უნდა იყოს ძალიან დიდი, ხომ ასეა?


4. ურთიერთგაცვლა
არის ასეთი ძველი გამოთქმა: „მოექეცი სხვებს ისე, როგორც…“. როცა ვინმე რამეს აკეთებს ჩვენთვის, თავს ვალდებულად ვთვლით იგივეთი გადავუხადოთ. ამიტომ, თუ თქვენ გინდათ, რომ ვინმემ სასიამოვნო რამ გააკეთოს თქვენთვის, ხომ არ სჯობს, პირველმა თქვენ გააკეთოთ ასეთი რამ სხვისთვის? საქმიან სფეროში თქვენ ალბათ გადასცემთ ინიციატივას. თუ სახლში ხართ, ათხოვეთ მეზობელს რამე, მაგალითად გაზონების გასაკრეჭი ხელსაწყო. მნიშვნელობა არ აქვს სად და როდის აკეთებთ ამ ყველაფერს, მთავარია – ურთიერთობების ინიცირება.


5. თაიმინგი (დროის არჩევა)
მანამ, სანამ ადამიანს ისეთი რამის გაკეთებას სთხოვთ, რაზეც იცით, რომ უარს გეტყვით, სჯობს დაიცადოთ და შესაფერისი დრო შეარჩიოთ, სანამ ეს ადამიანი არ გააკეთებს ისეთ რამეს, რასაც უფრო მეტი გონებრივი შესაძლებლობები სჭირდება. თქვენ შეგიძლიათ სამუშაო დღის დასრულებისას გასასვლელში გამოიჭიროთ თანამშრომელი და თქვენ რომ არ სთხოვოთ, ის თავად გეტყვით: „ამას ხვალ გავაკეთებ“.


6. კონგრუენტულობა
ქვეცნობიერად, ყველა ჩვენგანი ვცდილობთ ვიმოქმედოთ გაცნობიერებულად. ერთ-ერთი კარგი მაგალითია მოვაჭრეების მიერ გამოყენებული მეთოდი. გამყიდველი თქვენ ხელს გართმევთ მანამ, სანამ აწარმოებს მოლაპარაკებებს თქვენთან. ბევრი ადამიანისთვის ხელის ჩამორთმევა გარიგების დასრულებას აღნიშნავს. ამრიგად, ამის მანამდე გაკეთება, სანამ გარიგება შემდგარა, გამყიდველს უფრო მეტ შანსს აძლევს, რომ თქვენთან მოილაპარაკოს.

ამ მეთოდის გამოყენება საკმაოდ შედეგიანია – ფაქტიურად ხდება ადამიანების გადმობირება მანამ, სანამ გონება ჩაირთვება. მაგალითად, თუ თქვენ მეგობართან ერთად სეირონობთ, კინოში წასვლა გინდათ და მეგობარს ვერ გადაუწყვეტია, შეგიძლიათ კინოთეატრის მიმართულებით აიღოთ გეზი, სანამ ის გადაწყვეტილებას მიიღებს.


7. უწყვეტი სიტყვა
საუბრისას ჩვენ ხშირად ვიყენებთ პატარა უარყოფებს და ფრაზებს, რომლებიც დაურწმუნებლობას გამოხატავს, როგორიცაა: „ეეეე…“ ან „ანუ“ და სხვა. ეს სიტყვა-პარაზიტები, გაუაზრებლად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ საკუთარ
თავში დარწმუნებული არ ვართ და შესაბამისად ნაკლებ დამაჯერებელიც.

თუ თქვენ დამაჯერებლად საუბრობთ, გაგიადვილდებათ სხვების დარწმუნება.


8. ჯოგური ინსტინქტი
ყველა ჩვენგანი დავიბადეთ სხვების გაყოლის მიდრეკილებით. რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს ასეა. ჩვენ მუდმივად ვეძებთ მათ, ვინც ჩვენს მოქმედებას განსაზღვრავს; ჩვენ გვჭირდება დამტკიცება.

ამ ინსტინქტის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების ერთ-ერთი მარტივი მეთოდია ლიდერობა, რომლის გაყოლაც ყველას უნდა.


9. მეგობრები და ავტორიტეტები
დიდი ალბათობით, ჩვენ მივცემთ უფლებას დაგვარწმუნონ და გავყვეთ მას, ვინც მოგვწონს, ან ვინც ჩვენთვის ავტორიტეტია. გარდა ამისა, როცა ეს მეთოდები იცით, თქვენ არათუ არ წამოეგებით მათზე, არამედ სხვების მიმართ გამოიყენებთ. თქვენ დარწმუნდებით რამდენად ადვილია ადამიანებს მოეწონოთ და გახდეთ ავტორიტეტი.

გამოიყენეთ! დაარწმუნეთ!



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები