აირჩიეთ თანამგზავრი და გაიგეთ, რამდენად სხარტად აზროვნებთ
აირჩიეთ თანამგზავრი და გაიგეთ, რამდენად სხარტად აზროვნებთ
გაფრთხილებთ, რომ არჩევანი ძნელი გასაკეთებელია და დაკვირვებული უნდა იყოთ. სხვათა შორის, ამ ფსიქოლოგიურ ტესტს ხშირად იყენებენ გასაუბრების დროს, რათა ადამიანის აზროვნების სისხარტე განსაზღვრონ.
წარმოიდგინეთ ვითარება. თქვენ საკუთარი ორადგილიანი მანქანით მიდიხართ. უცბად ქუხილის ხმა გაისმა. მალე წვიმაც წამოვა. ამ დროს თქვენს ყურადღებას
ავტობუსის გაჩერებაზე მდგომი ადამიანები იქცევენ. თქვენ იქ ხედავთ:

1. ბებიას, რომელიც სიცივისგან კანკალებს

2. ძველ მეგობარს, რომელმაც ოდესღაც სიკვდილისგან გიხსნათ. მას აშკარად სადღაც ეჩქარება.

3. ლამაზ უცნობ გოგონას (ან ვაჟს - თქვენი სქესის მიხედვით).

ვინ გახდება თქვენი თანამგზავრი? მანქანაში ხომ ერთი თავისუფალი ადგილი გაქვთ.

რაღა თქმა უნდა, ძნელი გადასაწყვეტია.
ერთი მხრივ, ბევრს ეცოდება ბებია, რომელიც ავტობუსის მოსვლამდე შეიძლება გაცივდეს;
მეორე მხრივ, მეგობრისგანაც ბევრით ხართ დავალებული და განა შეიძლება, მას ისეთ წვრილმანზე უარი უთხრათ, როგორიც სახლამდე მიყვანაა?
მესამე მხრივ, გაჩერებაზე მდგომი გოგო (ბიჭი) სწორედ ის არის, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდით. განა, კიდევ გექნებათ მსგავსი შანსი?

ახლა კი ოპტიმალური პასუხი, რომლითაც გასაუბრებაზე ყველა დამსაქმებელს აღაფრთოვანებთ:
„ძველ მეგობარს ვენდობი, ამიტომ ავტომობილის გასაღებს მივცემ და ვთხოვ, ბებია უახლოეს სამედიცინო ცენტრამდე მიიყვანოს, სადაც მას პირველ დახმარებას აღმოუჩენენ. მე კი იმ გოგოსთან (ბიჭთან) დავრჩები, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი და ავტობუსითაც ერთად ვიმგზავრებთ".

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები