ოაზისი შუაგულ თბილისში და მზის სახლი, რომელიც ყველას ათბობს - ეს უნდა ნახოთ!
ოაზისი შუაგულ თბილისში და მზის სახლი, რომელიც ყველას ათბობს - ეს უნდა ნახოთ!
მზის ენერ­გია დღეს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი, პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი და რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ზე სუფ­თა და უსაფ­რ­თხოა. ბა­ტონ კოტე კო­ბა­ხი­ძეს - დოქ­ტორს სა­ინ­ჟინ­რო ფი­ზი­კის დარ­გ­ში, ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის 30-წლი­ა­ნი მეც­ნი­ე­რუ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს... მან ქა­ლაქ­ში, თა­ვის სახ­ლ­შიც პა­ტა­რა ოაზი­სი მო­აწყო - „მზის სახ­ლი“ და სა­ო­ცა­რი ბა­ღი გა­ა­შე­ნა, რო­მე­ლიც მი­სი და მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი შრო­მის შე­დე­გი და ნავ­სა­ყუ­დე­ლია...

იმა­ზე, თუ რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მზის ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა და რა უშ­ლის ხელს ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას, ასე­ვე სა­კუ­თარ „ოაზის­ზე“ სა­სა­უბ­როდ ბა­ტონ კო­ტეს ვეს­ტუმ­რეთ.


-
აფხა­ზე­თი­დან ვარ. ვმუ­შა­ობ­დი სო­ხუ­მის ფი­ზი­კა-ტექ­ნი­კის ინ­ს­ტი­ტუტ­ში. ეს იყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც 1945 წელს გერ­მა­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ა­ფუძ­ნეს. მსოფ­ლიო დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი: ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი - გუს­ტავ ლუდ­ვიგ ჰერ­ცი, პრო­ფე­სო­რე­ბი - მან­ფ­რედ ფონ არ­დე­ნე, პე­ტერ ტი­სე­ნი, მაქს შტე­ენ­ბე­კი და სხვა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ამ ინ­ს­ტი­ტუტ­ში გა­მა­ნა­წი­ლეს. 16 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე იქ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ენერ­გე­ტი­კის თე­მა­ტი­კა­ზე. ეს იყო ძი­რი­თა­დად კოს­მო­სის ამო­ცა­ნე­ბი. 1989 წლი­დან მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, გვე­მუ­შა­ვა მზის გარ­დამ­ქ­მ­ნე­ლებ­ზე, მზის ელე­მენ­ტებ­ზე. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ვმუ­შა­ობ ამ თე­მა­ზე. ვიკვლევდით და ვა­მუ­შა­ვებ­დით ტექ­ნო­ლო­გი­ებს. რო­ცა თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი, ამიტომ და­ვიწყე პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­ო­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად ვე­წე­ო­დი კვლე­ვით საქ­მი­ა­ნო­ბა­საც. და­ახ­ლო­ე­ბით 25 წე­ლია, ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობ პრაქ­ტი­კუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. მზის ფო­ტო­ე­ნერ­გე­ტი­კა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ენერ­გე­ტი­კის დარ­გად ით­ვ­ლე­ბა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ალ­ტერ­ნა­ტი­ვად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის შერ­ბი­ლე­ბის კუთხით.

- მა­ინც რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს მზის ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ას? რა პრო­ექ­ტებ­ზე მუ­­შა­ობთ?
- მზის ფო­ტო­ე­ლექ­ტ­რუ­ლი სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლია და ეკო­ნო­მი­უ­რად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია მა­ღალ­მ­თი­ანი, ძნე­ლად მი­სად­გომი, მცი­რე­კომ­ლი­ა­ნი სოფ­ლე­ბის, მო­ნას­ტ­რე­ბის, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, ტე­ლე­სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ან­ძე­ბის ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბის­თ­ვის. სწო­რედ ეს არის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა.  განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები