იაპონელებმა დაიწყეს საცხოვრებელი სახლების ფენოპლასტით შენება... მისი ინტერიერი უბრალოდ დამატყვევებელია! (5 ფოტო+ვიდეო)
იაპონელებმა  დაიწყეს  საცხოვრებელი  სახლების  ფენოპლასტით  შენება...  მისი  ინტერიერი  უბრალოდ  დამატყვევებელია!  (5  ფოტო+ვიდეო)
იაპონელმა არქიტექტორებმა საბინაო საკითხი ფრიად გონებამახვილურად გადაჭრეს. ახლა ისინი აგებენ სახლებს, რომელთა ღირებულება 2 ათას დოლარს არ აღემატება და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
საქმე ისაა, რომ სახლებს პენოპლასტისგან აგებენ — იაფად და სწრაფად. ეს რბილი და მყიფე მასალა სერიოზულ კონკურენციას უწევს ბეტონსა და აგურს. უბრალოდ, აუცილებლად უნდა დაიფაროს ცეცხლგამძლე ხსნარით.



მოკლედ, თქვენ მოინდომეთ და ახალთახალი, სრულიად უცხოვრებელი სახლი 2 საათში მზად გექნებათ, რომელსაც კონსტრუქტორებმა ორიგინალური, ნახევარსფეროს ფორმა შეურჩიეს. მათი თქმით, ოვალური ნაგებობა უკეთ უძლებს იაპონიაში ხშირ მიწისძვრებს.



იდეის ავტორები აღიარებენ, რომ ჯერჯერობით პენოპლასტის სახლების მყიდველთა რაოდენობა დიდი არ არის. ადამიანები ჯერ ვერ რისკავენ ასეთ შენობებში დასახლებას. პენოპლასტმა ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ მართლაც კონკურენტუნარიანია და მისი ნდობა ღირს.






ისე კი, თუ კონსტრუქტორებს ვენდობით, მათი გათვლებით, პენოპლასტის სახლები დაახლოებით 300 წელიწადს გაძლებენ.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები