6 კლასიკური ფოკუსის საიდუმლო, რომელიც საზოგადოებას ძალიან აინტერესებდა (6 ფოტო)
6  კლასიკური  ფოკუსის  საიდუმლო,  რომელიც  საზოგადოებას  ძალიან  აინტერესებდა (6  ფოტო)
ილუზიონისტების მოხერხებული ხელების შემხედვარე მორიგი ჯადოქრობის მოლოდინში ვართ ხოლმე. ამ დროს გვგონია, რომ ისინი ნამდვილ მაგიას ფლობენ, ხოლო ის გარემო, რომელსაც ეს ადამიანები ქმნიან მათ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანის საშუალებას არ გვაძლევს.



ფოკუსი N1 - ქალის „გახერხვა“



გახსოვთ, როგორ ვუყურებდით ბავშვობაში ფოკუსს, როდესაც ილუზიონისტი ქალს ანაწევრებს?! დღეს უკვე ჩვენ ამ ფოკუსით ვერავინ გაგვაოცებს, რადგან ვიცით, რომ მას ყუთში ორი ასისტენტი ქალი ჰყავს დამალული.



ფოკუსი N2 - დახეული ფული



ადრე, როდესაც ვუყურებდით თუ როგორ ხევდა და ამთელებდა დევიდ კოპერფილდი დოლარების კუპიურებს, შოკში ვვარდებოდით. სინამდვილეში კი მისი საიდუმლოება ორად გაყოფილ ფანქარშია, რომელიც მაგნიტით არის შეერთებული.




ფოკუსი N3 - ლევიტაცია



ქუჩის ილუზიონისტების ამ პოპულარული ფოკუსის საიდუმლოება კარგად დამალულ საყრდენშია. აი რატომაც წარმოგვიდგებიან ისინი ჰაერში გამოჭიმული ვითომდა ერთი ჯოხის დახმარებით.




ფოკუსი N 4 - ჭიქის გაქრობა




მაგიდაზე იდება წყლით სავსე ჭიქა, რომელსაც შემდეგ ცხვირსახოცს აფარებენ. ამის შემდეგ ჭიქას ჰაერში აგდებენ, მას კი მოყვება ძირს დავარდნილი ცხვირსახოცი - ჭიქა კი ქრება. სინამდვილეშ კი ცხვირსახოცში დამაგრებულია მავთულიანი რგოლი, რომელიც ქმნის იმის ილუზიას, თითქოს ცხვირსახოცის ქვეშ
ჭიქაა. ამასთან ერთად თვითონ ჭიქას დებენ დამალულ ტომარაში, რომელიც თავისმხრივ მაგიდაში არსებულ ხვრელშია მოთავსებული.



ფოკუსი N 5 - გოგონა ზიგზაგი



ხსენებულ ფოკუსში თითქმის ყველაფერი დამოკიდებულია ასისტენტ გოგონაზე. მისი მთავარი ამოცანაა, კარადაში ყოფნისას საჭირო მდგომარეობა მიიღოს. ამავდროულად მისმა ფეხმა და ხელის მტევანმა უნდა შეინარჩუნოს ბუნებრივი პოზიცია.




ფოკუსი N 6 - მაიკლ ჯექსონის დახრა



ალბათ ყველას მშვენივრად ახსოვს მაიკლ ჯექსონის ეფექტური დახრა სიმღერა „Smooth Criminal“ შესრულებისას. ეს არაჩვეულებრივი სანახაობა იყო, ვინაიდან იგი ახერხებდა გამართულ პოზიციაში 45 გრადუსიან მახვილ კუთხეში სხეულის დაფიქსირებას. სინამდვილეში კი ამ ნომრის შესრულებაში მას ეხმარებოდა ფეხსაცმელი სპეციალური ძირით და ამ ნომრის შესასრულებლად საგანგებოდ მოწყობილი სცენა.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები