უცხოურ ესტრადაზე მოღვაწე ქართველი "დივების" მდიდრული ცხოვრება
უცხოურ ესტრადაზე მოღვაწე ქართველი "დივების" მდიდრული ცხოვრება
90-იან წლებში, საქართველოში შექმნილი გაჭირვების გამო, ბევრი ადამიანი ბედის საძიებლად ემიგრაციაში წავიდა. საბედნიეროდ, რამდენიმე მათგანს გაუმართლა და ახლა უცხო ქვეყანაში წარმატებული კარიერა აქვს. უცხოურ ესტრადაზე მოღვაწე ქართველ "დივებს" საკმაოდ მდიდრული ცხოვრება აქვთ, რის გამოც ხშირად იქცევენ პრესის ყურადღებას.

თამრიკო გვერდწითელი
თამრიკო გვერდწითელი რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მომღერლად მიიჩნევა. მას კონცერტებზე საკმაოდ მაღალ ჰონორარს უხდიან. ვარსკვლავს საკუთარი პროფესიიდან დიდი შემოსავალი აქვს.
...ის მოსკოვის ცენტრში ფეშენებელურ ბინაში ცხოვრობს, რომელიც 2000 წელს შეიძინა. თამრიკო სახლში დედასთან ერთად ცხოვრობს. დედამისი თბილისში რუსული ენის მასწავლებელი
იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მისმა ქალიშვილმა რუსეთში დიდ წარმატებას მიაღწია, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.
თამრიკო მოსკოვის მახლობლად მდებარე პრესტიჟულ დასახლებაში კიდევ ერთ სახლს ფლობს. აგარაკზე ის მხოლოდ დასასვენებლად მიდის.

ქეთა თოფურია
ქეთა თოფურია რუსეთში გაჭირვების გამო არ წასულა. ის ნატო დუმბაძის დახმარებით, "ა სტუდიოს" სოლისტი გახდა და რუსმა ხალხმა მალევე შეიყვარა. ქეთა თოფურია რუსული პრესის ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა. ქართველი მომღერალი რუსეთში, კარიერის ასაწყობად, 2004 წელს წავიდა. ქეთას მუდმივად აქვს კონცერტები რუსეთსა და ყაზახეთში. ჰყავს შვილი, პატარა ოლივია, რომელიც ყველგან დედასთან ერთად დადის. სიმღერის პარალელურად, თოფურიას საკუთარი ბიზნესი აქვს.

მას შემდეგ, რაც ქეთა ქმარს დაშორდა, მომღერალი მოსკოვში დედასთან ერთად ცხოვრობს. მათ ქალაქის ცენტრში ბინა აქვთ. ქეთა ძვირადღირებული ავტომობილით გადაადგილდება. სიმღერის გარდა, ის საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული. ქეთა ქალისა და ბავშვის ტანსაცმლის ხაზზე მუშაობს. მისი ბრენდი Ketione მოდის კვირეულებზე დიდი წარმატებით სარგებლობს. დიზაინერობის დაწყების შემდეგ, ქეთამ მოსკოვში მაღაზიაც გახსნა.   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები