საქართველოს 5 ცნობილი ციხესიმაგრე - ისტორიული ცნობები, რომლებიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს
საქართველოს 5 ცნობილი ციხესიმაგრე - ისტორიული ცნობები, რომლებიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს
საქართველოს უამრავი ისტორიული ციხესიმაგრე, ციხექალაქი თუ კოშკია. თითოეულს თავისი საინტერესო ისტორია აქვს. ამჯერად 5 ცნობილ ციხესიმაგრეს შევეხებით.


სურამის ციხე
მდებარეობს შიდა ქართლში, კერძოდ, ხაშურის რაიონის, დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან გორაკზე. მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული და მონუმენტური ხელოვნების ნიმუში.

ვახუშტი ბაგრატიონი მის შეხებ ასე წერს: "...არს საშუალს ციხე, მაღალ კლდესა ზედა, მტკიცე". სურამის ციხის აგების შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული სპარსულ და თურქულ წყაროებში. სურამის დღევანდელი ციხესიმაგრე განვითარებული ფეოდალიზმის დასაწყისში (XI საუკუნე) აიგო. აგებას სურამელთა ცნობილ საგვარეულოს უკავშირებენ, რომელიც XII-XIII საუკუნეებში ქართლის საერისთავოს განაგებდა. მიაჩნიათ, რომ ეს ციხესიმაგრე მათ რეზიდენციას წარმოადგენდა.

აღნიშნული ციხე, როგორც სტრატეგიული პუნქტი, ქართულ ისტორიულ წყაროებში, 1625 წლიდანაა მოხსენიებული, როდესაც ირანელთაგან თავის დასაცავად გიორგი სააკაძემ გაამაგრა. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელმაც საქართველოში 1672-1673 წლებში იმოგზაურა, წერს: "სურამი დაბას წარმოადგენს, კიდევ უფრო პატარაა, ვიდრე ქალაქი გორი, მაგრამ მის ახლოს დიდი და კარგად ნაგები ციხესიმაგრეა. მისი გარნიზონი ასი კაცისგან შედგება".



სურამის ციხის ირგვლივ XVI-XVIII საუკუნეებში დიდი ბრძოლები წარმოებდა. იმ პერიოდში ოსმალეთისა და სპარსეთის ინტერესების სფეროს წარმოადგენდა. 1692 წელს ციხე თურქების ხელში აღმოჩნდა. 1701 წლიდან მას მეფისწული ვახტანგი ფლობდა და წყაროებში ისევ "ძლიერ კოშკთა" შორის მოიხსენიება (ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო).

XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან, კერძოდ, 1829 წელს ახალცხის მხარის შემოერთების შემდეგ სურამის ციხემ თანდათან თავისი მნიშვნელობა დაკარგა, რადგან გამოეცალა ფუნქცია, რისთვისაც ამ ადგილას ააგეს. მისგან საქართველოს საზღვრებმა შორს გადაიწია...

ციხესიმაგრე სხვადასხვა ნაგებობათა კომპლექსია. მასში შედის: გალავანი, ციხე, წმინდა გიორგის ეკლესია და სასახლე.

არსებობს თქმულებაც, თითქოს მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი. ამ ლეგენდის საფუძველზე დაიწერა დანიელ ჭონქაძის "სურამის ციხე", რომელიც მოგვითხრობს: ციხე რომ აშენებულიყო, მასში უნდა ჩაეყოლებინათ დედისერთა ზურაბი. ამბობენ,
იმ მხარეს, სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავს დედის ანკარა ცრემლი. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან გამოდის შავებში გახვეული ქალი და ტირილით შეჰღაღადებს ციხის ნანგრევებს: "სურამისა ციხეო,/ სურვილითა გნახეო,/ ჩემი ზურაბ მანდ არის,/ კარგად შემინახეო".


გორის ციხე
გორის ციხე ქართლის ისტორიული ციხესიმაგრეა, რომელიც გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ იქ ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე იყო, რომლის გარშემოც მოსახლეობა ყოფილა. "გორის ციხედ" წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება და მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა. მისი დაუფლება მთელ შიდა ქართლზე პოლიტიკურ ბატონობას წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ აღდგა.

დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როდესაც საფუძვლიანად ერეკლე II-მ შეაკეთა. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801) პირველ წლებში გორის ციხე თავის სტრატეგიულ ფუნქციას კიდევ ასრულებდა - იქ რუსეთის არმიის ერთ-ერთი ბატალიონი იდგა. შემდგომში დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. ციხესიმაგრე რიყის
-0:17
ქვითაა ნაგები, გამოყენებულია ასევე თლილი ქვაც. ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს. სამხეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს წყლის ამოსაზიდად გვირაბი და წყალსაცავი ჰქონია. გორის ციხე 1920 წლის მიწისძვრამ სერიოზულად დააზიანა.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები