9 უცნაური რამ, რაც თქვენს სხეულს ძილის დროს ემართება
9  უცნაური  რამ,  რაც  თქვენს  სხეულს  ძილის  დროს  ემართება
ადამიანს დღე-ღამეში, 8 საათი უნდა ეძინოს – ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, მაგრამ ყველამ არ იცის, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ორგანიზმში, ძილის დროს. დღეს, სწორედ ამ თემაზე გვსურს, გესაუბროთ.


1. დაძინებისთანავე, ორგანიზმი იწყებს ტოკვას. ტოკვის სიძლიერე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაღლილია ადამიანი.

2. სხეულის ტემპერატურა იკლებს. დღის განმავლობაში, ჩვენ აქტიურები ვართ და ვხარჯავთ უამრავ კალორიას, ძილის დროს კი, ეს პროცესი ნელდება. „იგივეა, როდესაც დათვი ზამთრის განმავლობაში, იძინებს.“ – აცხადებს ექიმი ავი იშაია, ძილის სპეციალისტი. „ძილი თვითგადარჩენის მექანიზმია.“

3. ტოქსინებისგან მთლიანად იწმინდებით. ეს ორგანიზმსა და ტვინს აახალგაზრდავებს. ადამიანებში, რომელთაც კარგად არ სძინავთ, ეს ყველაფერი ნაკლებად ეფექტურად მიმდინარეობს, ამიტომ, ექსპერტების თქმით, გასაკვირი არაა, რომ ისინი, ხშირად, გაღიზიანებულები არიან.

4. თქვენ გავიწყდებათ უსარგებლო ინფორმაცია. „ჩვენ, მთელი დღის განმავლობაში, უამრავ ინფორმაციას ვიღებთ, ძილის დროს კი, საბედნიეროდ, ეს ყველაფერი გვავიწყდება. ასე რომ არ იყოს, ტვინი გადაიტვირთებოდა.“ – აცხადებს ძილის სპეციალისტი, კრისტოფერ ქოულველი.

5. სხეული პარალიზდება, გონება კი ამ დროს, ყველაზე ფხიზლადაა. ადამიანის ტვინი, რომელიც სიზმარს ნახულობს, უფრო მეტად აქტიურია, ვიდრე მისი,
ვისაც ღვიძავს. კვლევების მიხედვით, ძილის დროს, ადამიანის ტვინი იმდენად აქტიურია, რომ შეუძლია, გააკეთოს მნიშვნელოვანი აღმოჩენები და დაამყაროს კავშირები.

6. ყველა ცალკეული უჯრედი – არა მხოლოდ ტვინის უჯრედები – ძილის დროს, აღდგება.
ეს სატონიზებელი პროცესები ყველა იმ დაზიანებას აღადგენენ, რომლებიც ადამიანის ფსიქიკამ ან ორგანიზმმა დღის განმავლობაში მიიღო. როდესაც საკმარისად გამოძინებული არ ხართ, ეს თქვენს ორგანიზმზე აისახება.

7. თქვენი იმუნური სისტემა ძალიან ძლიერია. ერთ-ერთმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანების ორგანიზმი, რომლებსაც გრიპი შეხვდათ და იმ ღამეს კარგად არ ეძინათ, ვერ გამოიმუშავებდნენ ანტისხეულებს, რომლებიც გაციებას წინააღმდეგობას გაუწევდნენ. „როგორც კი გრიპი მხვდება, მაშინვე ვწვები და ათი საათის განმავლობაში მძინავს“ – ამბობს ექიმი, ჯორდან სტერნი. „თუ ძილი ხშირად გაკლიათ, თქვენ, პერიოდულად, ინფექციები შეგაწუხებთ.“

8. ყოველ საათში, ჩვენ ვიღვიძებთ 5-დან 15-ჯერ.
ეს , ჩვეულებრივ, მაშინ ხდება, როდესაც ძილის ფაზებს ვიცვლით, როგორიცაა სიზმრებიდან ღრმა ძილზე გადასვლა და გამოღვიძებები იმდენად ხანმოკლეა, რომ მათ ვერც ვიმახსოვრებთ.

9. ადამიანების 30% პროცენტი ძილის დროს, სუნთქვას წყვეტს. ადამიანების დაახლოებით 90 პროცენტს აწუხებს ძილის აპნოე, მათ შორის, ახაკგაზრდა ქალებსაც და მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა 58 წელი. „ასე რომ თუ ხვრინავთ, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ პროფესიონალთან.“ – აცხადებს ექიმი სტერნი.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები