„ნიჭიერის“ ფინალისტი, მარტოხელა დედა, შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს
„ნიჭიერის“ ფინალისტი, მარტოხელა დედა, შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს
2016 წლის „ნიჭიერის“ ფინალისტს, მარტოხელა დედა თამარ ყველაშვილს, რომელიც ბავშვის მამამ შვილის დაავადების გამო მიატოვა, განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროების მქონე შვილის სამკურნალოდ საკმარისი ფინანსები არ გააჩნია.
თვითნასწავლმა ნიჭიერმა საოპერო მომღერალმა თამარ ყველაშვილმა, ბავშვის მამისგან მიტოვების შემდეგ, მარტომ გადაწყვიტა შვილის გადასარჩენად ბრძოლა, თუმცა ყველაფერს მხოლოდ თავისი სახსრებით ვერ გაუმკლავდა და იძულებული გახდა დასახმარებლად საზოგადოებისთვის მიემართა.

მისი შვილის გამოჯანმრთელების პროცესის გასაგრძელებლად განსაკუთრებული საჭიროების სამედიცინო აპარატია საჭირო, რომლის ფასიც 600 დოლარს შეადგენს (მეორადი მოხმარების აპარატის შეძენის შემთხვევაში).

ბავშვს თავის ტვინის ჰიდროცეფალია აქვს და ბავშვი ხშირი კრუნჩხვებით იტანჯებოდა,
რამაც თავის ტვინის უჯრედების დაზიანება გამოიწვია.


„ბავშვი ვერ მეტყველებს, ვერ ჯდება სიარულზე ხომ ზედმეტია საუბარი. ვსარგებლობთ სახელმწიფო დაზღვევით, დანაჩრენი მკურნალობის და მედიკამენტების თანხას ბავშვის პენსიით და ჩემი სახსრებით ვუზრუნველყოფ. მაგრამ ახლა ჩემს შვილს სჭირდება სპეციალური სამედიცინო აპარატი, რომელიც მეორადი მოხმარების 600 დოლარამდე ღირს. ჩემთვის ეს საკმაოდ დიდი თანხაა და მე ჩემი ბიუჯეტით და შემოსავლით ფიზიკურად ვერ შევწვდები. სპეციალური სამედიცინო მოწყობილობა ბავშვს გადაადგილებაში დაეხმარება და მისი გამოჯანმრთელების პროცესს ხელს შეუწყობს. სამწუხაროდ მე მის ყიდვას ვერ ვახერხებ“, - აღნიშნა პირველთან საუბრისას მარტოხელა დედამ.

ნიჭიერი მომღერლის თამარ ყველაშვილის და მისი შვილის ჯანმრთელობის და მდგომარეობის გულშემატკივრებს და მსურველებს სამედიცინო მოწყობილობის შესაძენად თანხის გადარიცხვა შემდეგ საბანკო ანგარიშზე შეუძლიათ VTB ბანკი GE28VT7000081112063601





FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები