"ლეილა შემიყვარდა. ვუთხარი. მოკვდა სიცილით. მეწყინა და თითქმის გადაღების დასრულებამდე აღარ ველაპარაკებოდი"
"ლეილა შემიყვარდა. ვუთხარი. მოკვდა სიცილით. მეწყინა და თითქმის გადაღების დასრულებამდე აღარ ველაპარაკებოდი"
"ლეილა ძალიან ლამაზი გოგო იყო. გადაღებებზე რომ წავედით, შემიყვარდა. ვუთხარი. მოკვდა სიცილით. მეწყინა და თითქმის გადაღების დასრულებამდე აღარ ველაპარაკებოდი. მერე მოსკოვში, კინოფესტივალზე შევრიგდით. მას შემდეგ ვმეგობრობთ"

ნოდარ დუმბაძის გმირები­ მუდამ ემახსოვრება მკითხველს, მათი სცენასა თუ ეკრანზე განმასახიერებ­ლები კი განსაკუთრებულად უყვარს მაყურებელს.
ამჯერად ფილმის, "მე ვხედავ მზეს", გმირის, სოსოიას როლის შემსრულებელ გელა ჭიჭინაძესთან მივდივარ. ის მთაწმინდაზე ცხოვრობს. შინ ოჯახის უფრ­ოსი, მისი მეუღლე ვიკა მარგველაშვილი, ქალიშვილი და შვილიშვ­ილი დამხვდნენ.
8 თვის ლუკა ანცობს, ბაბუა კი უყურებს და ცრემლები ერევა­. გულჩვილი გამხდარა ბატონი გელა... ქალბატონი ვიკა მეუბნება, მანამდეც ასეთი იყო, თუმცა,­ რაც ინსულტი გადაიტანა, მეტად ემოციური გახდაო. საუბარი ბავშვობიდან დავიწყეთ...

- დრამწრეზე მე, გია ფერაძე, მურმან­ ჯინორია, გოგი თოდაძე - ერთად დავდიოდით. მე და გია სამხატვრო სკოლაშიც (ნიკოლაძეში) ერთად ვსწავლობდით. შემდეგ გიამ მარჯანიშვილის თეატრში წამიყვანა, სადაც დოდო ჭიჭინაძესთან ერთად ზურიას როლს ვთამაშობდი სპექ­ტაკლში "ჯარისკაცის­ ქვრივი". მაშინ ლანა ღოღობერიძე სოსოიას ეძებდა თავისი ფილმისთვის. სინჯებზე თითქმის მთელი საქართველოდან იყვნენ ჩამოსული. გამიმართლა. მაშიIნ 15 წლის ვიყავი. ქალბატონმა ლანამ ჩემი თავი ფანჯრიდან ნოდარ­ დუმბაძესაც დაანახა და ხელი ამიწია - მოეწონეო. ძალიან გამიხარდა, როცა როლზე დამამტკიცეს. უკვე ვიცოდი სცენის ფასი...   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები