ცხოვრება მიწის ქვეშ – წყვილი, რომელიც უკვე 22 წელია კანალიზაციის ჭაში ცხოვრობს (16 ფოტო)
ცხოვრება  მიწის  ქვეშ – წყვილი,  რომელიც  უკვე  22  წელია  კანალიზაციის  ჭაში  ცხოვრობს (16  ფოტო)
მარია გარსიამ და მიგელ რესტრეპომ ერთმანეთი კოლუმბიის ქუჩებში გაიცნეს.ორივე ნარკოდამოკიდებულები იყო და თითქოს ყველაფერზე ხელიც ჰქონდათ ჩაქნეული.მათი ცხოვრება უფსკულისკენ მიექანებოდა, მაგრამ ერთმანეთის მხარში დგომამ შეაძლებინა დაეძლიათ ნარკოტიკებზე დამოკიდებულება. ყველაზე რთულ პერიოდში იპოვეს თავშესაფარი და 22 წლის შემდეგ ისევ იქ ცხოვრობენ.წყვილის სახლი საკანალიზაციო ჭა არის და მიუხედავად ამისა, ეს გახლავთ მათთვის ყველაზე ბედნიერი ადგილი მსოფლიოში.  იხილეთ  ფოტოგალერეა

კოლუმბია დანაშაულის მაღალი მაჩვენებელით და ნარკომოვაჭრეებით გამოირჩევა.  იხილეთ  ფოტოგალერეა

წყვილს არც ფული გააჩნდა, არც ნათესავები ჰყავდათ რომ დახმარებოდნენ.ამიტომ მათ საცხოვრებლად საკანალიზაციო ჭა აირჩიეს.
იყო თავშესაფრის მუდმივად ჩამორთმევის
მცდელობა, მაგრამ მთავარია ისინი ერთად იყვნენ და მხარში ედგნენ ერთმანეთს.  იხილეთ  ფოტოგალერეა


აქ ცხოვრების დროს წყვილმა საბოლოოდ უარი თქვა ნარკოტიკებზე და მათი ცხოვრებაც ნელ-ნელა დალაგდა.თითქოს ამის შემდეგ სხვა საცხოვრებელი უნდა მოეძებნათ, მაგრამ აგერ 22 წელია ისინი კვლავ ჭაში ცხოვრობენ და თავს ბედნიერად გრძნობენ. იხილეთ  ფოტოგალერეა

სახლისთვის ყველა საჭირო ატრიბუტი აქვთ მოწყობილი:ელექტრობა, გათბობა, პატარა სამზარეულო და ტელევიზორი. იხილეთ  ფოტოგალერეა

როგორც ყველა ოჯახს, მათაც გაცხოველებულები სადღესასწაულო სამზადისი აქვთ.

წყვილს კიდევ ერთი ოჯახის წევრი ჰყავთ.ძაღლი სახელად-ბლეკი, რომელიც მათ სახლს იცავს.იხილეთ  ფოტოგალერეა

ცოლ-ქმარი აცხადებს, რომ ეს არის ძალზე წყნარი რაიონი და არც უფიქრიათ საცხოვრებლის გამოცვლა.

ვინმეს შეიძლება შეეცოდოს წყვილი, რომელიც საკანალიზაციო ჭაში ცხოვრობს, მაგრამ მთავარია ისინი არიან კმაყოფილები თავიანთი ცხოვრებით და თავს უფრო ბედნიერად გრძნობდნენ ვიდრე სხვა ვინმე, რომელიც საუცხოო სასახლეში ცხოვრობს.  იხილეთ  ფოტოგალერეა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები