ასტეროიდი 2012 ТС4 დღეს დედამიწას სახიფათო მანძილზე მოუახლოვდება
ასტეროიდი 2012 ТС4  დღეს დედამიწას სახიფათო მანძილზე მოუახლოვდება
ხვალ, 12 ოქტომბერს, დედამიწას სახიფთო მანძილზე მოუახლოვდება ასტეროიდი 2012 ТС4. უცნობია, როგორი იქნება დედამიწასთან მისი მოახლოება. ასევე, უცნობია მისი ზუსტი ზომა.

ბოლოს, 2012 წლის 12 ოქტომბერს რომ მოუახლოვდა ასტეროიდი დედამიწას, სპეციალისტებმა მის სავარაუდო ზომად 12-დან 40 მეტრამდე დაასახელეს. შედარებისთვის, 2013 წელს ჩელიბინსკში ჩამოვარდნილი ასტროიდის სიგანე იყო 20 მეტრამდე. აღნიშნული ასტეროიდის ჩამოვარდნის შედეგად 1500 ადამიანი დაშავდა და 7 ათასზე მეტი შენობა დაზიანდა. აქედან გამომდინარე, 2012 ТС4 ასტერორიდის დედამიწასთან მოახლოებას კიდევ უფრო დიდი ზიანის გამოწვევა შეუძლია.

ასტეროიდი 2012 ТС4 2012 წლის 4 ოქტომბერს ჰავაიზე Pan-STARRS-ის ობსერვატორიაში აღმოაჩინეს. ის სწრაფად მოძრვი ობიექტია. როგორც ცნობილია, ასტეროიდი წარსულშიც არაერთხელ მოახლოებია დედამიწას. ამ ატეპზე მეცნიერები ცდილობენ დედამიწასთან მისი მოახლოების სიშორისა და შესაძლო ზიანის დადგენას.

2015 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, 1572 პოტენციური სახიფათო ასტეროიდი იყო დაფიქსირებული.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები