ვინ ააშენა "დინამოს" სტადიონი და რამდენი დაჯდა მშენებლობა - ცნობები ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყველაზე დიდი სპორტული ნაგებობის შესახებ
ვინ ააშენა "დინამოს" სტადიონი და რამდენი დაჯდა მშენებლობა - ცნობები ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყველაზე დიდი სპორტული ნაგებობის შესახებ
ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რის, კო­ტე მა­ხა­რა­ძის ამ სიტყ­ვებ­მა 1981 წლის 13 მა­ი­სის ღა­მეს ლა­მის მთე­ლი თბი­ლი­სი ქუ­ჩებ­ში გა­მო­იყ­ვა­ნა და ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი დი­ნა­მოს სტა­დი­ო­ნი­სა­კენ და­იძ­რა. ამ საქ­ცი­ე­ლის­კენ არც ბა­ტონ კო­ტეს და არც ვინ­მე სხვას მო­უ­წო­დე­ბია, მაგ­რამ ხალ­ხი ინ­ს­ტინ­ქ­ტუ­რად სწო­რედ ჩვენს საყ­ვა­რელ სპორ­ტულ არე­ნა­ზე შე­იკ­რი­ბა. თბი­ლი­სი და მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის თა­სე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სის მო­პო­ვე­ბას ზე­ი­მობ­და.

ფეხ­ბურ­თი და სტა­დი­ო­ნი, ეს რა­ღაც მა­რა­დი­უ­ლი ფე­ნო­მე­ნია, მი­სი ტრი­ბუ­ნე­ბი კი ჩვე­ნი ერ­თო­ბის, პო­ზი­ცი­ი­სა თუ ოპო­ზი­ცი­ის, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი­სა თუ რი­გი­თი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის თავ­შეყ­რის, ზოგ­ჯერ გა­მარ­ჯ­ვე­ბის, ბო­ლო წლებ­ში კი ხში­რად იმედ­გაც­რუ­ე­ბის ად­გი­ლია.
თუმ­ცა, ფეხ­ბურ­თის გურ­მა­ნე­ბი თა­ო­ბი­დან თა­ო­ბამ­დე, სწო­რედ ამ სტა­დი­ონ­ზე და­დი­ოდ­ნენ ბო­რის პა­ი­ჭა­ძის, მი­ხე­ილ მეს­ხის, და­ვით ყი­ფი­ა­ნის, რა­მაზ შენ­გე­ლი­ა­სა და მა­თი და­რი კო­რი­ფე­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად.

სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, რაც ფეხ­ბურ­თ­მა ქარ­თულ მი­წა­ზე მო­ი­კი­და ფე­ხი. იმ­ხა­ნად თბი­ლის­ში სტა­დი­ო­ნი არც არ­სე­ბობ­და და ახალ­გაზ­რ­დე­ბი ბურთს იპოდ­რომ­ზე დას­დევ­დ­ნენ, რო­მე­ლიც დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ი­დან დღე­ვან­დელ მეტ­რო­სად­გურ დი­დუ­ბემ­დე მდე­ბა­რე­ობ­და, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იპოდ­რო­მი პირ­ველ რიგ­ში, დო­ღი­სა და ჯი­რი­თის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი და ფეხ­ბურ­თის სა­თა­მა­შოდ ყო­ველ­თ­ვის არ იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი. ამი­ტომ "სო­კო­ლის" გუნ­დის წევ­რებ­მა კა­პი­ტა­ლისტ ფრი­დო­ნოვს სთხო­ვეს, დი­დუ­ბე­ში­ვე, ელი­ზა­ვე­ტას ქუ­ჩა­ზე (მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა) მათ­თ­ვის და­ეთ­მო ხრი­ო­კი მინ­დო­რი. ფრი­დო­ნო­ვი შე­საძ­ლოა, ფეხ­ბურ­თის დი­დი მოყ­ვა­რუ­ლი არც ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ბი­ჭებს ის მინ­დო­რი კი აჩუ­ქა და სწო­რედ აქ, 1911 წელს მო­ეწყო თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო მო­ე­და­ნი.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები