2 სახის ტანსაცმელი, რომელიც ზედიზედ 2 დღე არ უნდა ჩაიცვათ
2  სახის  ტანსაცმელი,  რომელიც  ზედიზედ  2  დღე  არ  უნდა  ჩაიცვათ
ალბათ გაგიკვირდათ, როდესაც ბიუსტჰალტერი და ფეხსაცმელი ამოიკითხეთ, თუმცა მართლაც აქვს ამ ორივე ხსენებულს მიზეზი იმისა, რომ ზედიზედ ორი დღე არ ჩაიცვათ, რომელსაც ეხლავე მოგახსენებთ.


● ფეხსაცმელი. ალბათ ვერც ფეხსაცმელზე წარმოიდგენდით, რომ ზედიზედ ორი დღე მოხმარება არ შეიძლება და აი რატომ– მიუხედავად იმისა, რომ ფეხსაცმელი (კარგი) არ ღირს იაფი, მაინც გვირჩევენ ერთი სეზონისთვის ორი წყვილი მაინც იქონიოთ და ყოველ მეორე დღეს ანაცვლოდ ისინი. ბიუსტჰალტერის მსგავსად, ფეხსაცმელიც განიცდის მოხმარების შემდეგ დეფორმირებას და მასაც სჭირდება გარკვეული პერიოდი საწყის მდგომარეობას რომ დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მალე
გაფუჭდება. გარდა ამისა კი ფეხზე დიდი ხნის მანძილზე და ყოველდღიურად მისი მოხმარება ხელს უწყობს ფეხის ქუსლებსა და ზოგადად ფეხის გარკვეულ ნაწილებზე მოახდინოს ზეწოლა, რაც გამოიხატება ტკივილებითა და სხვადასხვა სახის "ნატკენებით" (მაზოლი, ბუშტუკიანი წყლული კანზე და ა.შ.)

● ბიუსტჰალტერი. ბევრმა თქვენგანმა არ იცოდა და ქალების უმეტესობას იგივე ბიუსტჰალტერი რამოდენიმე დღე გვაცვია, თუმცა როგორც გვინმარტავენ ყოველ მეორე დღეს უნდა ჩავანცვლოდ ძველი ახალი ბიუსტჰალტერით და აი რატომ– როდესაც ბიუსტჰალტერის ქსოვილი დაჭიმულია მთელი დღის განმავლობაში (ნაგულისხმებია მოხმარების პერიოდი), ის დეფორმირდება და სჭირდება განსაზღვრული დრო, რათა საწყის ფორმას დაუბრუნდეს. ამ დროის მონაკვეთისთვის კი მთელი ღამე საკმარისი არ არის და საჭიროა 24 საათით აღარ მოვიხმაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილად დაკარგავს ფორმას და თქვენს მკერდს იდეალურ მეგზურობას ვეღარ გაუწევს.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები