გთავაზობთ 14 პროდუქტს, რომელიც არასდროს უნდა შევინახოთ მაცივარში.
გთავაზობთ 14 პროდუქტს, რომელიც არასდროს უნდა შევინახოთ მაცივარში.
ყველა პროდუქტს შენახვის ინდივიდუალური წესი გააჩნია. თუმცა სეზონისა თუ ტემპერატურის ცვლილების გამო, ხშირად შენახვის წესებს არ ვიცავთ. ასეთ დროს კი, პროდუქტები თავის სასარგებლო თვისებებს, გემოსა და ფორმას კარგავენ.



1. ავოკადო
როდესაც თქვენ მოუმწიფებელ ავოკადოს მაცივარში მოათავსებთ, ის სწრაფად დაიწყებს დატენიანებას, მისი კანის დარბილდება, შიგნიდან კი ისევ მკვახე იქნება. ავოკადოსთვის საუკეთესო შესანახი ადგილი ხილის თასია.



2. კარტოფილი
კარტოფილის 7° ტემპერატურაზე ქვევით შენახვის შემთხვევაში, მისი გემო ძალიან ტკბილი გახდება. ნაცვლად მაცივრისა, გამოიყენეთ ქაღალდის ტომარა და შეინახეთ გრილ (მაგრამ არა ცივ) ადგილას.



3. შოკოლადი
შოკოლადი მაცივრის ტემპერატურაზე კარგავს ნატურალურ გემოს.




4. ტროპიკული ხილი
ტროპიკული ხილი სწრაფად მწიფდება, მაცივარში შენახვისას ისინი მალე ხდებიან ჯანმრთელობისთვის საზიანო. ტროპიკული ხილი რამდენიმე ფენა ქაღალდში გაახვიეთ და მოათავსეთ მშრალ, ბნელ ადგილას.



5. ბაზილიკი

მაცივარი ბაზილიკის (რეჰანის) შესანახად იდეალური ადგილი არ არის. ის სწრაფად დაკარგავს სასარგებლო თვისებებს და მარტივად გადადებს სუნს სხვა პროდუქტებს. უმჯობესია, რომ ბაზილიკო წყლიან თასში მოვათავსოთ ყვავილების მსგავსად.



6. ბარდა
ბარდას შენახვა მაცივარში იწვევს მისი სასარგებლო თვისებების დაკარგვას, თუმცა შეგიძლიათ ახალი ბარდა გაყინოთ და მთელი
წლის განმავლობაში მიირთვათ.



7. ხახვი

მაცივარში ხახვი სწრაფად ტენიანდება, მისი ზედაპირი კი რბილდება. ასევე, ტენიანობა ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას.



8. ყავა
ყავა არასდროს უნდა შეინახოთ მაცივარში! ის მარტივად იღებს სუნს სხვადასხვა პროდუქტისგან და თავად კარგავს ნატურალურ გემოს. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში დიდი ოდენობით ყავა შეგვიძლია საყინულეში შევინახოთ.



9. ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთის შენახვის ტემპერატურა 12-16 გრადუსამდეა. მაცივარში მისი კონსისტენცია იზრდება.



10. თაფლი
სიცივე და ტენიანობა თაფლში კრისტალიზაციის პროცესს დააჩქარებს, შედეგად თაფლი დაკარგავს როგორც გემოს, ასევე მის სასარგებლო თვისებებს. უმჯობესია, თაფლი დახურულ ჭურჭელში, ოთახის ტემპერატურაზე შევინახოთ.



11. პომიდორი
მაცივარი ყველაზე ცუდი ადგილია პომიდორის შესანახად. ცივი ჰაერი ხელს უშლის დამწიფების პროცესს, შედეგად პომიდორი კარგავს გემოსა და ტექსტურას.



12. პური
ბევრი ფიქრობს, რომ პურის შენახვის საუკეთესო გზა მისი მაცივარში შენახვაა. თუმცა, არაფერი ახმობს პურს ისე როგორც მაცივარი. თუ თქვენ იმაზე მეტი პური დაგიგროვდათ, ვიდრე საჭიროა, ყოველთვის შეგიძლიათ ნარჩენებისგან ხრაშუნები მოამზადოთ.



13. ბადრიჯანი
ბადრიჯანი ძალიან მგრძნობიარეა სიცივის მიმართ, უმჯობესია შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზე.



14. ბანანი
როდესაც ბანანს მაცივარში ვინახავთ, მისი კანი მალე შავდება და ვიზუალურად ძალიან არასასიამოვნო ხდება. გაშავებული ბანანი კი არ ნიშნავს აუცილებლად რომ ის მწიფეა, სიშავე მის არასწორად შენახვაზე მიუთითებს..


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები