"ლამარა თანასოფლელ ბიჭს, ბიძინას ჰყვარებია. გასაქანს არ აძლევდა, ყველგან კუდში დასდევდა. სკოლა რომ დაამთავრა, ბიძინა 19 წლის იყო..."
"ლამარა თანასოფლელ ბიჭს, ბიძინას ჰყვარებია. გასაქანს არ აძლევდა, ყველგან კუდში დასდევდა. სკოლა რომ დაამთავრა, ბიძინა 19 წლის იყო..."
"ერთი თვე რომ გავიდა და ლამარა ბებო სკვერში არ გამოჩნდა, შევფიქრიანდი, არადა, არათუ ტელეფონის ნომერი, მისი მისამართიც არ ვიცოდი. ერთ დღესაც, ის იყო, მე და ჩემი შვილი სკვერში შევედით, რომ ბავშვმა შესძახა, შეხედე, ლამარა ბებო სკამზე ზისო"

საღამოობით ჩემს ხუთი წლის შვილს სახლთან ახლოს, სკვერში ვასეირნებ. ლამარა ბებოც იქ გავიცანი. ლამაზი თვალები ჰქონდა და საგულდაგულოდ გადავარცხნილი თეთრი თმა ძალიან უხდებოდა, ხელჯოხით დადიოდა. დროდადრო ჩანთიდან პურს იღებდა და მტრედებს
-0:04
აპურებდა. როგორც ჩანს, ფრინველებიც მიჩვეულნი იყვნენ და არ უფრთხოდნენ.

შეამჩნია, რომ ვუყურებდი და გამიღიმა, მერე მოკრძალებით მთხოვა, ჩემს სკამზე ჩამოჯექიო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ერთხანს ბავშვებს უყურა, სახეზე ღიმილი ეფინა, რა კარგები არიანო, გადმომილაპარაკა. მერე საუბარი გამიბა.
ლამარა ბებო თურმე მალე 85 წლის გახდებოდა. ოთხი შვილი ჰყოლია, 50 წლის უმცროსი ვაჟის გარდა, ყველა დაოჯახებული, მაგრამ მარტო ცხოვრობს. განსაკუთრებული სიყვარულით უმცროს ვაჟზე ლაპარაკობდა, შაბათ-კვირას მაკითხავს და სანოვაგე მოაქვსო. წუხდა, რა ეშველება, უშვილძიროდ მრჩებაო. ლამარა ბებო ოდესღაც სკოლაში ალგებრა-გეომეტრიას ასწავლიდა. მისი საყვარელი ვაჟიც მის კვალს გაჰყოლია,
უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობსო.

სკვერში რამდენჯერმე კიდევ შევხვდით, ჯერ თავის საყვარელ მტრედებს დააპურებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოჯდებოდა სკამზე. ის ლაპარაკს მოწყურებული იყო, მე კი კარგი მსმენელი აღმოვჩნდი და ერთხელაც თავისი სიყვარულის ისტორია მიამბო:

"სოფელში დავიბადე. ახლა ის სოფელი მიტაცებულია. უზრუნველი ახალგაზრდობა მქონდა. თანასოფლელ გოგონებთან ერთად მდინარეზე ხშირად დავდიოდით და ყინულივით ცივ წყალში ვბანაობდით. იმ წყლის დამსახურებაა, დღემდე ჯანი რომ მომყვება..."

ლამარა თანასოფლელ ბიჭს, ბიძინას ჰყვარებია. გასაქანს არ აძლევდა, ყველგან კუდში დასდევდა. სკოლა რომ დაამთავრა, ბიძინა 19 წლის იყო, ლამარა კი 16 წლის ხდებოდა. ბიჭს იმავე ზაფხულს განუზრახავს მისი ცოლად მოყვანა, უფიქრია, ვაითუ, სასწავლებლად ქალაქში წავიდეს და იქ ვინმემ დამასწროსო. როცა თავისი გადაწყვეტილება ლამარას ამცნო, მან სასტიკი უარით გაისტუმრა, უთქვამს,"რა დროს ჩემი გათხოვებაა, ჯერ უნდა ვისწავლოო. განაგრძეთ კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები