დაუჯერებელი ისტორია - ავსტრალიელმა ქალმა ზვიგენი შიშველი ხელებით დაიჭირა
დაუჯერებელი ისტორია - ავსტრალიელმა ქალმა ზვიგენი შიშველი ხელებით დაიჭირა
ავსტრალიის მკვიდრმა მელისა ჰატეიერმა მელბურნთან ახლოს მდებარე ყურეში ცურვის დროს შიშველი ხელებით ზვიგენი დაიჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას The Sydney Morning Herald ავრცელებს.
მელისას თქმით, მტაცებელს ეშინოდა ადამიანების და თავს ქვებს ურტყამდა. მას შეეცოდა ზვიგენი. გადაწყვიტა წყლიდან ამოეყვანა და ღია ოკეანეში გაეშვა.

"ზვიგენი წყლის ზედაპირზე დავიჭირე, რის შემდეგაც უკან გადახტა, თუმცა, მისი დაჭერა უკნიდან მაინც მოვახერხე. ხელი ზვიგენის კისერზე მეჭირა, რათა ჩემთვის არ ეკბინა. შემდეგ, უბრალოდ, გავიყვანე ყურედან და ოკეანეში გავუშვი", - ამბობს ავსტრალიელი.

ჰაიტერის თქმით, მას შიშის შეგრძნება აბსოლუტურად არ ჰქონია,უბრალოდ, ცდილობდა დახმარებოდა ცხოველს.




FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები