2018 წლის სიყვარულისა და ურთიერთობის აღმოსავლური ჰოროსკოპი
2018  წლის  სიყვარულისა  და  ურთიერთობის  აღმოსავლური  ჰოროსკოპი
აღმოსავლეთში 2018 წელი 16 თებერვალს დადგება. სწორედ ამ დღეს, 2017 წლის მფარველი, ცეცხლოვანი მამალი სხვა ცხოველით ჩანაცვლდება.

2018 - ძაღლის წელიწადი

16 თებერვალს ცეცხლოვანი მამალი ადგილს დაუთმობს ძაღლს. აღმოსავლურ კულტურაში ძაღლი ოჯახის, პრინციპების ერთგულების სიმბოლოა. თუ სახლში წარმატების მიზიდვა გსურთ, ეცადეთ, არ
ჩამოშორდეთ მათ, ვინც გიყვართ.

ძაღლი მშვიდია, უყვარს რომანტიკა და ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზეა, თუმცა ახასიათებს მსუბუქი მელანქოლიურობაც. 2018 წელი იქნება ძალიან მშვიდი. ყველაზე მეტად ეს თქვენს მსოფლმხედველობას ეხება. პოლიტიკასა და ეკონომიკაში სიტუაცია შესაძლოა, არ შეიცვალოს, თქვენი დამოკიდებულება ცხოვრებაზე კი სრულიად შესაძლებელია.

2018 წლის სტიქია - დედამიწა. მიწის ენერგია დაგეხმარებათ ბედნიერების შენარჩუნების გზა იპოვოთ, განამტკიცოთ სასიყვარულო კავშირები და ოჯახური კერა.

როგორ შეხვდეთ ახალ 2018 წელს

ბუდისტური ქვეყნებისთვის აღმოსავლურ კალენდარს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მათთვის ეს ოჯახური დღესასწაულია და განსაკუთრებული სითბოთი ეგებებიან. ძაღლი კი სითბოს, სიყვარულისა და ოჯახის სიმბოლოა, ამიტომ 2018 წელს ორმაგად ეფექტურად შეეგებებიან. ჩინურ და სხვა აღმოსავლურ ერებს სწამთ, რომ ძაღლი ოჯახში ყველა უსიამოვნებას დაავიწყებს მათ. ეს იქნება საკუთარი ცხოვრების დალაგებისთვს საუკეთესო პერიოდი.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები