რა კავშირი აქვს უნიტაზში ჩავარდნილ ბუზს ნობელის პრემიასთან – უნიტაზში ჩავარდნილი ბუზის გამო მეცნიერმა ნობელის პრემია მიიღო!
რა კავშირი აქვს უნიტაზში ჩავარდნილ ბუზს ნობელის პრემიასთან –  უნიტაზში  ჩავარდნილი  ბუზის  გამო  მეცნიერმა  ნობელის  პრემია  მიიღო!
რა კავშირი აქვს ნობელის პრემიას პირადად თქვენთან, იკითხავთ? ადრე რომ გეთქვათ - არავითარი კავშირის არ არსებობს თქვენსა და ნობელის პრემიის შორის, მართლები იქნებოდით, მაგრამ არა წელს, რადგან პრემია ამერიკელ მეცნიერს, რიჩარდ ტალერს ქცევით ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის ერგო.

თავის წიგნში “Nudge. არჩევანის
არქიტექტურა“ რიჩარდ ტალერმა განმარტა, თუ როგორ ცვლის ჩვენს ქცევას სხვადასხვა მინიშნება. როგორც ჩანს, ნობელის კომიტეტს ეს ახალი სამეცნიერო დისციპლინა მოსწონს. ჯერ კიდევ 2002 წელს, ნობელის პრემია, ასევე ქცევით ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის დანიელ კანემანს გადასცეს. მას მერე nudge theory, იგივე ქცევის თეორიას სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად იყენებენ. თქვენ კი, ვერც გრძნობთ, თუ როგორ ხდებით ამ წესების მონაწილე.

ბუზი უნიტასზე: ქცევის თეორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ილუსტრაციაა - მამაკაცების საპირფარეშოებში, სისუფთავის დაცვის, ერთის მხრივ მარტივი და ამავდროულად გენიალური ხრიკი. იდეა, პირველად 1999 წელს, ამსეტრდამის აეროპორტში სხიპსოლში განჩდა და, როგორც ყველაფერი გენიალური, მარტივი აღმოჩნდა - „პისუარებზე“ ამოტვიფრული იყო ბუზები, რომლებიც ნამდვილს ჰგავდა და მამაკაცები, მოსაქმების დროს, ავტომატურად მათ ჩარეცხვას ცდილობდნენ. აღნიშნული ქცევა, პროფესორ ტალერის განმარტებით, მაგალითია, თუ როგორ ახდენს გავლენას ეს იდეა ჩვენს უკეთესს ქცევაზე.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები