86 წლის პატარძლის საქორწინო კაბა, რომლისაც პატარა ოგონებს შეშურდათ (5 ფოტო)
86  წლის  პატარძლის  საქორწინო  კაბა,  რომლისაც  პატარა  ოგონებს  შეშურდათ  (5  ფოტო)
ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია 86 წლის მილი ტეილორ მორისონი... თავისი ქორწილის დღეს. პატარძალი დამატყვევებლად გამოიყურება იასამნისფერ კაბასა და მოსასხამში, ხელში კი იასამნის ულამაზესი თაიგული უჭირავს.

ფოტო ფეისბუქზე ტეილორის შვილიშვილმა გაავრცელა მინაწერით: "ეს ჩემი ულამაზესი ბებიაა, რომელიც 86  წლის ასაკში დაქორწინდა. 86 წელი ერთი კვირის წინ შეუსრულდა, მისი ახალი ქმარი კი დეკემბერში გახდება 86 წლის. 41 წლის მანძილზე, ბებია ბაბუაზე იყო გათხოვილი, ბაბუას გარდაცვალებამდე. 25 წლის შემდეგ კი მან ახალი სიყვარული იპოვა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრია და სიყვარულის პოვნა ყოველთვისაა შესაძლებელი..."

ფოტოს 100 000-ზე მეტი მოწონება და უამრავი მისალოცი კომენტარი ახლავს.   იხილეთ  ფოტოსურათები
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები