ვინ არის მოდელი, რომელიც 16 წლის ა საკში მხოლოდ იმიტომ გარიცხეს სკოლიდან, რომ თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)
მადალინა გენეა რუმინელი მსახიობი და მოდელია. იგი 1988 წლის 8 აგვისტოს პატარა სოფელ სლატინაში დაიბადა. მოდელობა 14 წლის ასაკიდან დაიწყო. დადიოდა ბალეტზე, ფორტეპიანოს გაკვეთილებზე.
16 წლის ასაკში ჟურნალში დაბეჭდილი მისი პიკანტური ფოტოების გამო სკოლიდან გააგდეს.
თუმცა მადალინას არც მოდელობა და არც სწავლა არ შეუწყვეტია, ის ახალ სკოლაში ჩაირიცხა და წარმატებით განაგრძო მოდელის კარიერა. რამდენიმე წლის შემდეგ იტალიაში გადავიდა, სადაც კარიერულ წინსვლას მიაღწია. მონაწილეობას იღებდა ჩვენებებზე მთელს მსოფლიოში, სწორედ ამიტომ ის თავს მსოფლიო მოქალაქეს უწოდებს. ლაპარაკობს ხუთ ენაზე. იყო სხვადასხვა გადაცემის წამყვანი იტალიის ტელევიზიაში. მონაწილეობა მიიღო იტალიურ “ცეკვავენ ვარსკვლავებში”. გადაღებულია რამდენიმე კლიპსა და კინოში. რომანი ჰქონდა ისეთ ცნობილ მსახიობებთან, როგორებიც არიან ჯერარდ ბატლერი და ლეონარდო დიკაპრიო.
ბოლო რამდენიმე წელია თეთრეულის მწარმოებელი ფირმა Lascana-ის სახეა. მადალინა ახლა 29 წლისაა და შეუდარებელი სხეულით ისევ ყურადღების ცენტრშია.
...
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
14-07-2018
ნატოს სამიტზე მელანია ტრამპი კელვინ კლაინის ახალი კოლექციიდან ულამაზესი კაბით გამოჩნდა, რომელიც, რასაკვირველია, მოხდენილ ტანზე ძალიან უხდებოდა. საკუთარ „ინსტაგრამზე“ ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ზუსტად იგივენაირი კაბა აცვია.

თინამ დაწერა: „ვის უფრო უხდება ეს კაბა, მე თუ მელანიას? აბა, მივცეთ ხმა“.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელმაც უფრო მეტად მოიხდინა კელვინ კლაინის კაბა?











06-07-2018
ფიქრობთ, რომ სხვა ადამიანად გადაქცევა შეუძლებელია? მაშინ ძალიან ცდებით, რადგან ამის გასაკეთებლად არ არის აუცილებელი პროფესიონალი ჯაშუში იყოთ.

ამაში დაგარწმუნებენ ქალები, რომლებიც სახის ფორმას მაკიაჟთან ერთად, სილიკონის სპეციალური ყალიბით, ხოლო თვალების ოვალს წებოვანი ლენტის დახმარებით იცვლიან და მიღებული შედეგის ფოტოებს გვიზიარებენ.

წარმოგიდგენთ მაკიაჟით და მის გარეშე გადაღებულ ფოტოებს, რომელთა ნახვის შემდეგ ვეღარავის ენდობით და აი ისინიც:
























































შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები