ვირტუალური სიყვარულის ხაფანგში
ვირტუალური სიყვარულის ხაფანგში
"კომპიუტერთან დაჯდომისას ხელის კანკალი მეწყება, ვიდრე რაიმეს მივწერდე, მან კი ხელი მკრა"

ვირტუალური სიყვარული ბევრს დროებითი გატაცება ეგონა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ამ პრობლემამ საზოგადოების სხვადასხვა წრე და თაობა მოიცვა. დღეს ბევრი მშობელი ჩივის შვილების ვირტუალურ გატაცებაზე, რომელშიც დიდი ადგილი ვირტუალურ სიყვარულს უჭირავს. ცოტა ხნის წინ მეგობარმა 40 წელს მიღწეული დის წერილი წამაკითხა და შეშფოთებულმა შემომჩივლა, - მირჩიე რამე, ჩემი და შინიდან აღარ გამოდის, რით ვუშველოო? თურმე ეს ქალბატონი რამდენიმე კვირაა,
-0:28
დეპრესიის გამო შინ ჩაიკეტა.

"ვიცი, მანამდე არ მომასვენებ, ვიდრე არ მნახავ.
ამიტომ გწერ, სიცოცხლე აღარ მინდა, რადგან ერთი ადამიანი შემიყვარდა და ახლა აღარ მეკონტაქტება. მას მარტო ინტერნეტით ვიცნობ. რამდენჯერმე ვთხოვე შეხვედრა, მაგრამ ვერ მოახერხა. ძალიან მოსიყვარულე ადამიანია, ისეთ თბილ რაღაცებს მწერს, რაც ჩემს ნაქმრევს არასოდეს უთქვამს. ჩემი ქმარი ამ კაცის მეათედი მოსიყვარულეც რომ ყოფილიყო, რაღა მიჭირდა. ახლა ისეთ დღეში ჩავვარდი, რომ კომპიუტერთან დაჯდომისას ხელის კანკალი მეწყება, ვიდრე რაიმეს მივწერდე. მან კი ხელი მკრა, არადა, მასთან ურთიერთობა ჰაერივით მჭირდება. ოდესმე ალბათ კიდეც გავიცნობ. შენ კი, თუ მირჩევ, ეს როგორ მოვახერხო, მირჩიე, თუ არადა, თავი დამანებე!"

ამ წერილის წაკითხვის შემდეგ თავი მეც უსუსურად ვიგრძენი და ისღა მოვახერხე, რომ ცნობილ­ ფსიქიატრს დავუკავშირდი. მაინტერესებდა, რა აიძულებს ჯანმრთელ ადამიანს, ვირტუალურ სამყაროში გაიქცეს. განაგრძეთ კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები