’’ჩემს შვილს 700-დოლარიანი საწოლი ვუყიდე, მაგრამ დედამთილმა აკვანში ჩააწვინა და იმ დღიდან დავისვენეთ...’’
’’ჩემს შვილს 700-დოლარიანი საწოლი ვუყიდე, მაგრამ დედამთილმა აკვანში ჩააწვინა და იმ დღიდან დავისვენეთ...’’
დედების უმრავლესობამ დიდი ხანია აური თქვა ბავშვის დასაძინებელ საშუალებად აკვნის გამოყენებაზე. გარდა იმისა, რომ დღეს ჩვილებისთვის თანამედროვე საწოლების ფართო არჩევანია, სხვა ბევრი მიზეზიც სახელდება, რის გამოც შეიძლება მშობელებმა უარი თქვან აკვნის გამოყენებაზე. წლების წინ სპეციალისტებმა თითქოს დაარწმუნეს საზოგადოება, რომ აკვანი ბავშვის ჯანმრთელობისთვის არ არის სასარგებლო. თუმცა რა ხდება სინამდვილეში?

ცოტა ხნის წინ ერთგვარი გამოკითხვა ჩავატარეთ ფეისბუქზე, დედების ჯგუფში, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ აკვნის მიმართ. აზრები ორად გაიყო:

მოწინააღმდეგეების კომენტარები:
’’როგორ არიან აკვანში ჩაკრულები, ღმერთო  ჩემო, ამის ყურება არ შემიძლია. აკვანში ბავშვები ისტრესებიან.’’

’’აკვანში ბავშვი
ძალიან მემარაზმება.’’

’’კარგი და კომფორტული მშობლისთვის იყო, ბავშვებისთვის, არა მგონია. ვინც შემეწინააღმდეგება, მოსინჯოს გაკოჭილი ყოფნა ერთ პოზიციაში მთელი ღამე და დარწმუნდება, რომ სიმართლეს ვამბობ. ჩემი პატარები კვირების იყვნენ, პოზიციას რომ იცვლიდნენ ძილში. თავისუფლად უნდა იყოს ბავშვი და არა გაკოჭილი”.

"აკვანი არის ბრტყელი თავი, ნჯღრევისგან დაბრეცილი თვალები... და რამდენი იხრჩობოდა თავისივე ამოღებულ საჭმელში, რომ ვერ ბრუნდებოდნენ გვერდზე..."

თუმცა აღმოჩნდა მეორე მხარეც, რომელიც არა მხოლოდ იწონებდა აკვანს, არამედ დღესაც აქტიურად იყენებს:

’’მე ძალიან მომწონს აკვანი. ჩვენი წინაპრები აკვანში იზრდებოდნენ და არა მგონია ამის გამო რამე სიმახინჯე და დეფექტი ჰქონოდათ”.

’’მე ჩემს შვილს 700-დოლარიანი საწოლი ვუყიდე, მაგრამ სუვენირად დავდგი, რადგან დღე და ღამეს მათევინებდა... ბოლოს დედამთილმა მითხრა, აკვანი ვცადოთო და იმ დღიდან დავისვენეთ მეც და ბავშვმაც’’.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები