როგორ ვლინდება ბავშვის დ აბადების თვე მის ხასიათზე
როგორ  ვლინდება  ბავშვის დ აბადების  თვე  მის  ხასიათზე
არ ვიცი რატომ , მაგრამ ერთ თვეში დაბადებული ადამიანი ხასიათის გარკვეულ ნიუანსებში ერთმანეთს ჰგვანან ხოლმე. ჩვენ მოგიყვებით რა ახასიათებთ ერთ თვეში დაბადებულ გოგონებს.

იანვარი
იანვრის გოგოები ამბიციურები არიან. ამასთან ერთად ისინი კონსერვატულობასა და სერიოზულობას ინარჩუნებენ. ისინი შეიძლება იყვნენ ძალიან კრიტიკულები. მათ არ უყვართ საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი. გვერდით ინტელექტუალური ადამიანები ჰყავთ.

თებერვალი
თებერვლის გოგოებს რომანტიკულობა ახასიათებთ. მათ ხშირად ეცვლებათ ხასიათი. თუ ამ გოგოებთან ყოფნა გინდათ, მოთმინების უნარი დიდი უნდა გქონდეთ. ბუნებისგან აბსტრაქტული აზროვნების უნარი ერგოთ. იცოდეთ, მათ თუ უღალატებთ, მეორედ ვეღარ ნახავთ!

მარტი
მარტის კატები – ქარიზმა და შარმი. ეს ადამიანები ძნელად შეიყვარებენ. არიან გულწრფელები. სანამ თქვენ არ გააბრაზებთ, იქამდე წყნარები და საყვარლები გეჩვენებიან. ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრობდეთ მარტის თვის ქვეშ დაბადებულ ქალთან, ერთი დიდი სიამოვნებაა.

აპრილი
აპრილში დაბადებულები დიპლომატიური უნარებით გამოირჩევიან. ამასთან ერთად ისინი ცოტა ეჭვიანებიც არიან. თუ მათ ნდობას უღალატეთ, ჯობს თქვენ თვითონვე აორთქლდეთ. ამ ადამიანების გახსნა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც მის ნდობას მოიპოვებს.

მაისი
მაისის თვეში დაბადებულ ქალებს პრინციპულები არიან. ისინი მიმზიდველები, მაგრამ ამასთან ერთად მძიმე ხასიათის არიან. თუ თქვენ ასეთ ქალს შეხვდებით, მას ვერასოდეს დაივიწყებთ,

ივნისი
ცნობისმოყვარე, ხელოვნების მოყვარული, კომუნიკაბელური ქალები ივნისის თვეში იბადებიან. პრობლემა ისაა, რომ თავიდან ისინი ლაპარაკობენ და მერე ფიქრობენ. ისინი პირში გეტყვიან სიმართლეს. ეს ქალები ცოტათი საშიშებიც არიან – კაცი მათ ხელში გასართობ სათამაშოდ შეიძლება იქცეს.

ივლისი
ამ თვეში დაბადებული გოგოები სუფთები, ლამაზები და ჭკვიანები არიან. მათ კონფლიქტები არ უყვართ. თუ ერთხელ მოატყუებთ, მათ სამუდამოდ დაკარგავთ.

აგვისტო
ის, ვინც აგვისტოშია დაბადებული, დიდი კეთილი გული აქვს. არ ღირს მათთან კამათი, ადრე თუ გვიან ეს გოგონა აუცილებლად გაიმარჯვებს. აგვისტოს ქალებს იუმორის გრძნობა აქვთ, თუმცა დაცინვას ვერ იტანენ. მათ მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მათი არსებობით კაცები თავს კარგავენ.

სექტემბერი
ეს თვე ლამაზი, კეთილი ქალების თვეა,
რომლებსაც დისციპლინა უყვართ. ისინი მოღალატეებს არასოდეს პატიობენ. თუ მათ რამე დაუშავეთ, ისინი შურს იძიებენ. ისინი გრძელვადიან ურთიერთობებს ეძებენ.

ოქტომბერი
ოქტომბრის გოგოებს ძლიერი ხასიათი, გამჭრიახი ჭკუა აქვთ. თავიანთ სულს ყველას არ უხსნიან, ეშინიათ, რომ ყველა ვერ გაუგებს. სხვა ქალებს ოქტომბრის ქალებისა შურთ.

ნოემბერი
ეს ქალები ერთი ნაბიჯით უსწრებენ სხვებს. ისინი ტყუილს მარტივად ხვდებიან. არ ითამაშოთ მათთან, რადგან ცეცხლთან არავინ თამაშობს. ერთი რამ დაიმახსოვრეთ : არასოდეს ჰკითხოთ აზრი, თუ სიმართლისთვის მზად არ ხართ.

დეკემბერი
დეკემბერში მოუთმენელი ქალები იბადებიან. ისინი ყოველთვის ახერხებენ წყლიდან მშრალები ამოვიდნენ. ისინი ყოველთვის იღებენ იმას, რაც უნდათ.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები