მილიონერი შინაური ცხოველები
მილიონერი შინაური ცხოველები
ადამიანებმა შინაური ცხოველები მრავალი წლის წინ მოიშინაურეს. მათ მრავალი დანიშნულებით იყენებდნენ.
დროთა განმავლობაში, ზოგიერთი შინაური ცხოველისა თუ ფრინველის ერთგულებამ, საზრიანობამ, სიმამაცემ ადამიანს საშუალება მისცა, შეეყვარებინა პატრა მეგობრები და არა გარკვეული დანიშნულებისთვის, არამედ უბრალოდ, მეგობრობისთვისა და რთული მომენტების გადატანისთვის ჰყოლოდათ ისინი გვერდით. არსებობს უამრავი ადამიანი,რომლებმაც თავანთი ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ პატარა მეგობრებს უსახსოვრეს. გთავაზობთ ამ იღბლიან მილიონერ ცხოველთა თუ ფრინველთა მოკლე სიას:

1. გიუნტერ მე-4 -გერმანული ნაგაზი, გიუნტერ მე-3 , რომელიც გრაფის ცოლის, კარლოტა ლიბენსტეინის გარდაცვალების შემდეგ, 80 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა.
ინვესტიციების
შედეგად გაზრდილი კაპიტალი ახლა 375 მილიონ დოლარს შეადგენს და უკვე გიუნტერ მეოთხის საკუთრებაშია.
ნაგაზი ფლობს ვილებს იტალიასა და ბაჰამის კუნძულებზე;

2. ტობი რაიმსი – ერთ-ერთი მილიარდერის პატარა ,საყვარელი ძაღლი, რომელსაც პატრონმა ანდერძით 40 მილიონი დოლარი უსახსოვრა;

3. ძაღლი ტრაბლი ლეონა ჰემსლის საკუთრებას წარმოადგენდა მრავალი წლის განმავლობაში, მისი გარდაცვალების შემდეგ, ძაღლს პატრონისგან სიყვარულისა და მადლობის ნიშნად, მისი პირადი ანგარიშებიდან 12 მილიონი დოლარი ერგო;

4. ქათამი გიგო, ის ერთადერთი ქათამია მილიონერი შინაური ფრინველების რიცხვში.
ის ბრიტანული საგამომცემლო კომპანიის მესაკუთრის განკარგულებაში იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, გიგო 10 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა;

5. კონჩიტა, პატარა ჩიხუახუა, რომელიც მაიამიზე მცხოვრები საზოგადო მოღვაწის შინაური ცხოველი იყო, პატრონის გარდაცვალების შემდეგ, 3მილიონი დოლარისა და მაიამიში ძვირადღირებული სახლის მფლობელი გახდა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები