საიენტოლოგების ქალაქი, სადაც ეკლესიის წევრების გარდა თავს უსაფრთხოდ ვერავინ გრძნობს - როგორ გამოიყურება ქლიერუოთერი
საიენტოლოგების ქალაქი, სადაც ეკლესიის წევრების გარდა თავს უსაფრთხოდ ვერავინ გრძნობს - როგორ გამოიყურება ქლიერუოთერი
ფლორიდაში მდებარე საკურორტო ქალაქ ქლიერუოთერს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, თუმცა მათ უმეტესობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არასოდეს ყოფილა.

ქლიერუოთერი საიენტოლოგიური ეკლესიის ცენტრია. ეკლესია ქალაქის უძრავი ქონების ძალიან დიდი ნაწილის მფლობელია.

ეკლესიის დამფუძნებელი რონ ჰაბარდი ქლიერუოთერში 1975 წელს გადავიდა საცხოვრებლად და დაიწყო პროექტი კოდური სახელწოდებით ”ნორმანდია” - ქალაქში საიენტოლოგიური სწავლების გავრცელება.

ადგილობრივი პოლიტიკოსები, პოლიცია და მცხოვრებლები დიდი ხანია დანებდნენ საიენტოლოგიასთან ბრძოლაში. ახლა ქლიერუოთერის ცენტრალურ ნაწილში ეკლესიის წევრები ცხოვრობენ.

ადგილობრივ გაზეთზე the St Petersburg Times დაყრდნობით, ეკლესია ფლობს 26 000 კვ.კმ. ფართზე განლაგებულ 67 შენობას, მათ შორის სასტუმროებს, ტრენინგცენტრებს, სხვადასხვა სახის ოფისებს და ”რელიგიურ თავშესაფრებს”. საიენტოლოგებს აქვთ ფაბრიკაც, სადაც მათი ოფისებისთვის ავეჯი მზადდება.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები