8 ფოტოსურათი იმის დასამტკიცებლად, რომ დეპრესიას სახე არ აქვს (8 ფოტო)
8  ფოტოსურათი  იმის  დასამტკიცებლად,  რომ   დეპრესიას  სახე  არ  აქვს (8  ფოტო)
სექტემბერი სუიციდის პრევენციის თვეა. სწორედ ამიტომ, ბოლო რამდენიმე კვირაა ინსტაგრამი გადარჩენილების ემოციურმა ისტორიებმა წალეკა. ახალი ჰაშტეგით , #faceofdepression ინსტაგრამის მომხმარებლები წერდნენ საკუთარ ისტორიებს და შემდეგ მსჯელობდნენ კიდეც. ეს არის თემა, რომელსაც ვერც ჩვენ ,,დავაიგნორებთ".

როგორები არიან დეპრესიული ადამიანები? როგორია ადამიანი, რომელსაც სუიციდური ფიქრები აქვს? ბევრ ჩვენგანს უტირია ჩუმად სააბაზანოს იატაკზე, ამიტომ ეს პრობლემა ყველას ეხება. #faceofdepression კამპანია ცდილობს ახსნას, რომ ადამიანები მენტალურ პრობლემებს ებრძვიან და მას ყოველდღიურ ცხოვრებაში მალავენ. ეს ნიშნავს იმას, რომ სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანებს ვერ გამოარჩევთ
სხვებისგან, ისინი ისეთივეები არიან, როგორც ჩვენ, ხშირად კი ბედნიერები და მხიარულები გვეჩვენებიან.

1. ამ დღეს ჩემმა მეუღლემ ცხოვრება სუიციდით დაასრულა. სუიციდური აზრები ჩვენს გვერდითაა, თუმცა ვერასდროს ვხედავთ.





2. ,,სუიციდისკენ მიდრეკილს არ ჰგავხარ - მახსოვს ეს სიტყვები, რომელიც ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომელსაც გავუმხილე, რომ თვითმკვლელობა ვცადე"





3. ,,ფოტო, რომელიც გადაღებულია სუიციდის მცდელობამდე რამდენიმე საათით ადრე"





4. ,,ჩემი მეგობარი თვითმკვლელობამდე ორი კვირით ადრე"





5. ,,დეპრესია გარეგნობით არ გამოიხატება. არსებობს სტიგმა, რომ დეპრესიული ადამიანი გატეხილი და მოუწესრიგებელი უნდა იყოს.."





6. ასე გამოიყურებოდა დეპრესია, იქამდე სანამ ლუკს დავკარგავდით. დეპრესია სერიოზული ავადმყოფობაა არ მიატოვოთ ადამიანები, ვინც დეპრესიით იტანჯებიან.





7. დეპრესიას სახე არ აქვს





8. ეს არის დეპრესიისა და სუიციდური ფიქრების სახე. სამი წლის წის სიცოცხლე ანტიდეპრესანტმა შემინარჩუნა და მასზე დამოკიდებული გავხდი. სუიციდი სისტემატური პრობლემების წამიერი მოგვარების გზად მიმაჩნდა.,,




FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები