30 წლის წინ ეს ქალბატონი დაბრმავდა, მისმა ქმარმა კი ხელში ნიჩაბი აიღო და აი, რა გააკეთა! (7 ფოტო)
30 წლის წინ ეს ქალბატონი დაბრმავდა, მისმა ქმარმა კი ხელში ნიჩაბი აიღო და აი, რა გააკეთა!  (7  ფოტო)
ყოველ გაზაფხულზე კუროკების ბაღი ნამდვილ სანახაობად იქცევა ხოლმე. ისინი იაპონურ დასახლება სინგომში ცხოვრობენ. იაპონიაში ჩასული ათასობით ტურისტი არ იზარებს და ჩადის ამ დასახლებაში საოცარი ბაღის მოსანახულებლად. სახლის ირგვლივ მიწა სულ ვარდისფერია ყვავილების წყალობით, რომლებიც ხალიჩასავით არიან გაფენილი მიწაზე.

გარდა ამ საოცარი სანახაობისა, სტუმრებს მასპინძლების თბილი დახვედრა და საუბარიც ელოდებათ. წყვილი ყველას დიდი სიამოვნებიტ უყვება საკუთარი ბაღის შესახებ, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ყოველთვის ასე როდი იყო.


ამ ბაღის ისტორიას საფუძველი 60 წლის წინ ჩაეყარა. წყვილი 1956 წელს შეუღლდა. ისინი ერთმანეთს არც იკი იცნობდნენ, ყველაფერი გარიგებით მოხდა, მშობლების გადაწვეტილებით, თუმცა ქალ-ვაჟი მალევე დარწმუნდა, რომ საოცრად გაუმართლათ და მართლაც ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი.
ცოლ-ქმარი ტკბილად ცხოვრობდა. სამი შვილი შეეძინათ, რომელთაც სითბოსა და სიყვარულში ზრდიდნენ. მათ სახლში სულ ჟრიამული და სიცილ-კისკისი იყო.
ცოლ-ქმრის საარსებო წყარო საქონელი და რძის პროდუქტების დამზადება გახლდათ. საქონლის მოვლა, მოგეხსენებათ, ძალიან რთული საქმეა, შრომატევადი. საქონელს სათანადო მოვლა-პატრონობა სჭირდება, მათი სუფთად შენახვა კი ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
- მიუხედავად ამისა, - იხსენებს ქმარი, - არასდროს მინახავს ჩემი ცოლო მოწყენილი და ცუდ ხასიათზე მყოფი. ყოველთვის პოზიტიური იყო, სამუშაოდ მომართული, სულ ახერხებდა ჩემს გამხიარულებასა და გაცინებას.
30-წლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ წყვილმა ჩათვალა, რომ დამსახურებული დასვენების დრო დაუდგათ. ბავშვები გაიზარდნენ და მშობლების თავდაუზოგავი შრომის წყალობით ფეხზე მყარად იდგნენ. ასე რომ, ცოლ-ქმარს თავისუფლად შეეძლო ეფიქრა დამსახურებულ დასვენებაზე.
ტოსიუკი და იასუკო ფულს აგროვებდნენ, რათა ემოგზაურათ იაპონიაში და დაეთვალიერებანთ საკუთარი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები. წყვილი ამაზე მრავალი წლის განმავლობაში ოცნებობდა. ის იყო, ოცნება რელობად უნდა ქცეულიყო, რომ ცხოვრებამ მოულოდნელი განსაცდელი მოუვლინა.

1986 წელს იასუკოს მხედველობა საგრძნობლად დაუქვეითდა. ქალს აღარაფერი ახალისებდა და დეპრესიაშიც კი ჩავარდა. ქმარი ყველანაირად ცდილობდა საყვარელი მეუღლის გახალისებას, ყველანაირად გვერდში ედგა, თუმცა უშედეგოდ, იასუკოს სულიერი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, სულ უფრო და უფრო გულჩათხრობილი ხდებოდა. ძალიან მალე კი საერთოდ გაწყვიტა კავშირი გარე სამყაროსთან, საერთოდ ხმას არ იღებდა. არავის ეკონტაქტებოდა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოსურათები
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები