პატარა ზვიგენი დაივერს მუცელზე „მიეწება“ (3 ფოტო+ვიდეო)
პატარა ზვიგენი დაივერს მუცელზე „მიეწება“ (3  ფოტო+ვიდეო)
კადრები, სადაც ამერიკელი დაივერი წყლიდან მუცელზე მიწებებულ მტაცებელ „სტუმართან“ ერთად ამოდის, მართლაც საშინელია. ინციდენტი ფლორიდის შტატის ქალაქ მარატოსთან მოხდა.
როგორც იუწყებიან, დაივერი ერვინ მაკკარტი ზვიგენის საცხოვრებელ სოროში შემთხვევით მოხვდა. ერვინს მონადირებული ზღვის ქორჭილის აღება სურდა, მაგრამ ზვიგენმა ჩათვალა, რომ ნანადირევი მას ეკუთვნოდა.

შედეგად ერვინი წყლიდან მუცელზე "მიწებებული" მცირე ზომის ზვიგენით ამოვიდა. დაივერის მეგობრებს მისი დანით მოჭრა მოუხდათ.

ზვიგენი მაგრად იყო ერვინზე ჩაფრენილი და წყლიდან ამოსვლის მომენტში მისგან ლუკმის მოკბეჩაც კი სცადა.

საბოლოოდ ერვინის მეგობრებმა ზვიგენის დაივერის მუცლიდან მოშორება შეძლეს. ნაკბენი არც ისეთი საშიში აღმოჩნდა, როგორც მანამდე ეგონათ.








FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები