ვინ გატეხა ვაზა ?
        ვინ გატეხა ვაზა ?
1. ბავშვი A

ერთი შეხედვით სახეზეა, რომ ვაზა ბიჭმა გატეხა, რომელიც ზემოდან დაჟინებით დაჰყურებს ნამსხვრევებს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვაზა მან გატეხა, ის დანარჩენი ოჯახის წევრებისგან ცოტა განცალკევებით, მარჯვენა მხარეს იკავებს, შესაძლებელია დანარჩენები მას ადანაშაულებენ, თუმცა დანამდვილებით რამის მტკიცება შეუძლებელია.

თუკი თვლით, რომ ვაზა მან გატეხა, ე.ი ძალიან ფრთხილი ადამინი ხართ, პატარა დეტალებზეც კი ამახვილებთ ყურადღებას, ასევე ყურადღებით აკვირდებით ადამიანებსაც და თითქმის შეუძლებელია თქვენი მოტყუება. ასევე გაქვთ პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა.

2. გოგონა B


შემდეგი ვარიანტი შეიძლება იყოს გოგონა, რომელიც ბავშვებს შორის ყველაზე უფროსი ჩანს, რომელიც ზრუნავს თავის და-ძმაზე, როდესაც დედა დაკავებულია.
მას მუქი ვარდისფერი კაბა აცვია და მისი მზერა მიპყრობილია ბავშვ A-სკენ, თითქოს ისიც მას თვლის დამნაშავედ. გარდა ამისა, ის საკმაოდ მშვიდია და არავის გასამართლებას არ აპირებს.

თუკი თქვენი აზრით ვაზა ამ გოგონამ გატეხა, თქვენ ძალიან შეგნებული ადამიანი ხართ, გულთან მიგაქვთ სხვისი პრობლემები, ყოველთვის იყენებთ ლოგიკური აზროვნების უნარს და ასე აგვარებთ ნებისმიერ პრობლემასა თუ საკითხს.

3.ბავშვი C

ეს ბავშვი თითქოს
ყველასგან იმალება, მას ხელები ჯიბეებში აქვს დამალული და საკამოდ შეშფოთებული ჩანს, თითქოს ისიც A-ს ადანაშაულებს ვაზის გატეხვაში, მის სახეზე გამოსახული ემოცია კი სულ სხვა რამეზე მეტყველებს, შესაძლოა ეს ერთგვარი თავდაცვაა. მისი ღიმილის უკან შეიძლება იმალებოდეს: “ეს მე ვიყავი.”

თუკი თვლით,რომ ვაზა ამ ბავშვმა გატეხა, ე.ი თქვენთვის მნიშვნელოვანია სხვების კეთილდღეობა, ხშირად გამოდიხართ ინიციატივებით და ყველა საკითხზე საკუთარი აზრი გაგაჩნიათ. თქვენ მუდამ ეძებთ სიკეთეს სხვებში, რათა შემდეგ თავადაც სიკეთე გაავრცელოთ.

4. გოგონა D


პატარა გოგონა, ლურჯი კაბით, რომელიც დედის წინსაფარს არის ამოფარებული, ის აშკარად შეშინებული ჩანს, ეს არის დედის გარდა ერთადერთი, რომელიც პირდაპირ გატეხილ ვაზას უყურებს, დანარჩენების მზრა A ბავშვისკენ არის მიმართული, რომელი დამნაშავედ გამოიყურება.

ფსიქოლოგების ანალიზით თქვენ სანდო და პასუხისმგებლიანი ადამიანი, ამიტომაც ყველაფერს კარგად აკეთებთ. ყოველდღიურად ცდილობთ საქმეში წინსვლასა და წარმატბის მიღწევას. გარდა ამისა, ენდობით სხვებს და ძალიან მგრძნობიარე ხართ.
გარშემომყოფებისთვის საკმაოდი მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები