ეს ყუთი აეროპორტში 7 დღის განმავლობაში ინახებოდა, 7 დღის შემდეგ თანამშრომლებმა გახსნეს... შიგნით კი მოულოდნელი რამ დახვდათ (5 ფოტო)
ეს  ყუთი  აეროპორტში  7  დღის  განმავლობაში  ინახებოდა,  7  დღის  შემდეგ  თანამშრომლებმა  გახსნეს...  შიგნით  კი  მოულოდნელი  რამ  დახვდათ  (5  ფოტო)
სულ 40 სანტიმეტრის სიგრძის, ხის უბრალო ყუთი, რაიმე განსაკუთრებული ამომცნობის გარეშე, ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტში (ლიბანში) მთელი კვირის მანძილზე იდო. აეროპორტის თანამშრომლები შოკში იყვნენ, როდესაც ყუთი გახსნეს. მასში სამი ამურის ვეფხვის ბოკვერი იჯდა!



გაუწყლოებული და მშიერი ცხოველები საკუთარი შარდითა და ფეკალიებით იყვნენ დაფარულნი და მათ ტყავში ასობით მატლი ფუთფუთებდა.



"არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ამ ყუთით ცოცხალი არსებები გადაყავდათ”, - ყვება ლიბანის ცხოველთა დაცვის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.



აღმოჩნდა, რომ ვეფხვები სირიის ერთ-ერთ ზოოპარკში უნდა ჩაეყვანათ. ისინი უკრაინიდან (ნიკოლაევსკის ზოოპარკიდან) გამოგზავნეს.



ცხოველთა დამცველები აპირებენ ამურის ვეფხვების პატრონისთვის ჩამორთმევას და თავისთან დატოვებას. ახლა ვეფხვის ბოკვერები კარგად არიან. ისინი ნელ-ნელა ძალას იკრებენ.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები