ფისიქოლოგების აზრით, როგორი ასაკობრივი სხვაობაა ოპტიმალური ცოლ–ქმარს შორის
ფისიქოლოგების  აზრით,  როგორი  ასაკობრივი  სხვაობაა  ოპტიმალური  ცოლ–ქმარს  შორის
საზოგადოებაში ერთგვარ დოგმად არის ქცეული ის ფაქტი, რომ მამაკაცი ქალ პარტნიორზე უფროსი უნდა იყოს. დღეისათვის სხვა სურათსაც ვხედავთ: ძალიან ბევრი ქალი საკუთარ ცხოვრებას მათზე ასაკით პატარა მამაკაცს უკავშირებს. სწორია თუ არა მსგავსი ქმედება? როგორია იდეალური განსხვავება ქალისა და მამაკაცის ასაკს შორის?

მამაკაცი, რომელიც პარტნიორზე უფროსია

ამ ურთიერთობას შესაძლოა კლასიკური ვუწოდოთ. ასე იმიტომ ხდება, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლების უმრავლესობა დაქორწინებამდე ცდილობს საკუთარი ცხოვრების მოწყობას, შესაბამისი პირობების შექმნას. ამ შემთხვევაში მამაკაცების უმრავლესობა ოჯახს 30 წელზე ნაკლებ ასაკში არ ქმნიან. არსებობს შემთხვევებიც, როცა ქმარი მეუღლეზე უფროსია 20, 30 ან 40 წლითაც კი. თუ საზოგადოების დამოკიდებულებას განვიხილავთ, საზოგადოება ემხრობა ისეთ ოჯახებს, სადაც ასაკობრივი განსხვავება 10 წელიწადზე მეტი არ არის.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ასეთი ოჯახები გაცილებით მყარია. ასეთი კავშირის დროს ლიდერის როლს მამაკაცი ასრულებს. ასაკი და გამოცდილება თანმდევი პირობებია და შესაბამისად გამოცდილმა ოჯახის უფროსმა იცის როგორ წარმართოს საკუთარი ოჯახი.

ერთადერთი მომენტი - ასეთი ოჯახის შემთხვევაში მამაკაცი არ უნდა იყოს დიქტატორი, რომელსაც ყოველთვის რჩება უკანასკნელი სიტყვა. ასეთი ქორწინება შესაძლოა არც თუ ისე ხანგრძლივი აღმოჩნდეს.

ქალბატონი, რომელიც პარტნიორზე უფროსია

ძალიან ხშირად მსგავს შემთხვევებს საზოგადოება არც თუ ისე მარტივად უყურებს. მეუღლეზე ასაკით პატარა მამაკაცს ხშირად ალფონსს ეძახიან. ფსიქოლოგები კი ამბობენ, რომ ასეთი ქორწინება შესაძლოა ბედნიერი იყოს. მაგრამ ამასთანავე აზუსტებენ: კარგია, თუ პარტნიორებს შორის ასაკი 5 წელიწადს არ აღემატება. თუ ქალი მამაკაცზე 10 წლით უფროსია მაშინ სცენარის ორი განვითარებაა მოსალოდნელი: თუ ქალი მომთმენი და გამბედავი აღმოჩნდება, ქორწინებაში განსაკუთრებული პრობლემები არ შეიქმნება. ფსიქოლოგები აზუსტებენ: ასეთი შემთხვევა განპირობებულია ქალის ქვეცნობიერით შეინარჩუნოს და განამტკიცოს ოჯახი. კომფორტული გარემოსა და სითბოს შესაქმნელად ქალი ყველაფერს გააკეთებს რაც მის ძალებშია.

მთავარია, რომ ამ შემთხვევაში ქალმა არ მოინდომოს მისი მეუღლის სრული კონტროლი, ანუ არ
აქციოს ქალი ბავშვად.

თანატოლი მეუღლეები

ასეთი კავშირები ხშირი მოვლენაა. მსგავსი ტიპის ქორწინებებს მრავალი დადებითი მახასიათებლები აქვთ: საერთო ინტერესები, საერთო მეგობრები, ერთნაირი ცხოვრებისეული გამოცდილება, პერსპექტივა. უარყოფით მახასიათებლად შესაძლოა ჩაითვალოს ის, რომ თანატოლ პარტნიორებს შესაძლოა ერთმანეთი მობეზრდეთ. ასევე, მსგავსი კავშირის შემთხვევაში, რომელიმე მხარეს უწევს ლიდერის როლი საკუთარ თავზე აიღოს. ძალიან ხშირად ამ როლს ქალბატონები ასრულებენ.

რას ფიქრობენ მეცნიერები?

ფინელი მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ქვეყნის მამაკაცები უნდა დაქორწინდნენ ქალბატონებზე, რომლებიც მათზე ასაკით 15 წლით ნაკლების არიან. ეს საჭიროა იმისათვის, რომ მათ ჯანმრთელი და ძლიერი შვილები ჰყავდეთ, რომლებიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შეძლებენ 18 წლამდე ცხოვრებას მაინც.

შვეიცარიაში კი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მამაკაცებმა ცოლად 6 წლით ნაკლები ასაკის ქალბატონები უნდა მოიყვანონ. შვედების აზრით, ეს არის იდეალური განსხვავება ქალისა და მამაკაცის ასაკს შორის.

რუსეთში კი აცხადებენ, რომ მამაკაცს ურთიერთობა მის თანატოლ ქალბატონთან უნდა ჰქონდეს. ამ ქვეყანაში ასეთი კავშირების პროცენტული მაჩვენებელი 27-ს შეადგენს.

თუ თქვენ ვერ გაგირკვევიათ რა არის იდეალური განსხვავება ქალისა და მამაკაცის ასაკს შორის, გირჩევთ არაფერი არ გამორიცხოთ, სიყვარულისთვის ხომ ყველაფერია შესაძლებელი!
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები