12 ხრიკი,რომელსაც გამოცდილი მძღოლები იყენებენ (12 ფოტო)
12 ხრიკი,რომელსაც გამოცდილი მძღოლები იყენებენ  (12  ფოტო)
გამოცდილმა მძღოლებმა კარგად იციან, რომ ავტომობილის მართვას უამრავი წვრილმანი პრობლემაც თან ახლავს. იმისთვის, რომ საქმე გაგიმარტივოთ და ხლაფორთი არ მოგიხდეთ, გთავაზობთ 12 პრაქტიკულ რჩევას გამოცდილი მძღოლებისგან.

1. ფრჩხილის ლაქი ნაკაწრისთვის
პატარა ნაკაწრისთვის უბრალოდ შესაფერისი ფერის ფრჩხილის ლაქის შერჩევა დაგჭირდებათ. წაუსვით დაზიანებულ ადგილას თხელ ფენად, გაშრობის შემდეგ კი პოლიროლით გააპრიალეთ.





2.უფერო ლაქი ბზარისთვის
თუ მინაზე ბზარი გაჩნდა, დროთა განმავლობაში გაიზრდება და მეტ პრობლემას შეგიქმნით. ეს რომ არ მოხდეს, ბზარის გაჩენისთანავე წაუსვით ფრჩხილის უფერო ლაქი დაზიანებულ ადგილს 2-3 ფენად.






3.შემოატრიალეთ საჭე
თუ მანქანის დიდი ხნით დატოვება გიწევთ, მზეზე
გახურებულმა საჭემ შესაძლოა დისკომფორტი შეგიქმნათ, ამის თავიდან ასაცილებლად შემოატრიალეთ საჭე 360°-ით.






4.დაიცავით თავი მზისგან
ამ ხერხს ხშირად მიმართავენ პილოტები.მზემ რომ თვალი არ მოგჭრათ, აიღეთ აკრილის ფურცელი და მიაკარით მინას.აკრილი შესანიშნავად იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან და სტატიკური ელექტროობის წყალობით მინაზეც კარგად ჩერდება.






5.დაფნის ფოთოლი ხანგრძლივად მგზავრობისთვის
თუ მგზავრობას ცუდად იტანთ, წინ კი დიდი გზა გელით, წაიღეთ თან დაფნის ფოთოლი. დისკომფორტის და გულისრევის გრძნობის შემთხვევაში ფოთოლი ენის ქვეშ გაიჩერეთ. დაფნა შეიცავს ნივთიერებას, რომელიც თქვენს კუჭსა და ნერვებზე დამამშვიდებლად იმოქმედებს.





6.საიმედო სამაგრი სათვალისთვის
მათთვის, ვინც არ იცის, რა მოუხერხოს სათვალეს მანქანაში. თქვენ უბრალო სარეცხის სამაგრი დაგჭირდებათ, რომელზეც თქვენი სათვალე უსაფრთხოდ იქნება და თქვენც ყოველთვის გეცოდინებათ, სად მოძებნოთ ის.




განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები